ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა
/ AFP

პოლონეთში მიგრაციისა და სუვერენიტეტის შესახებ დებატებით გამორჩეული და დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული გახდა კონსერვატორი კანდიდატი, რომელმაც თავის ლიბერალ კონკურენტს, რაფალ ტშასკოვსკის, აჯობა.

პოლონეთში შაბათ-კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებული კონსერვატორი კანდიდატი კაროლ ნავროცკი გახდა. ნავროცკიმ, რომელმაც ხმების 50,89% მიიღო, ლიბერალ კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის (რომელმაც ხმების 49,11% მიიღო) აჯობა.

კონსერვატორმა კანდიდატმა მიგრაციისა და სუვერენიტეტის საკითხებზე გამართული დებატებით აღნიშნულ რთულ ბრძოლაში თავისი ლიბერალი კონკურენტი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა.

42 წლის ნავროცკი, რომელიც ისტორიკოსი და მოყვარული მოკრივეა და ხელმძღვანელობს ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს, რომელიც პოლონელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, თავისი საარჩევნო კამპანია იმ დაპირებით ჩაატარა, რომ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა უცხოელების, მათ შორის მეზობელი უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების, ნაცვლად პოლონელების სასარგებლოდ წარიმართებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში პარლამენტს ფართო უფლებამოსილებები აქვს, პრეზიდენტს შეუძლია კანონებს ვეტო დაადოს. ამიტომ არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდნენ უკრაინაში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთლიანად ევროკავშირში.

„პირველ რიგში პოლონეთი, პირველ რიგში პოლონელები“

ნავროცკი, რუსეთის წინააღმდეგ ომში მეზობელი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს, თუმცა აკრიტიკებს ლტოლვილებისთვის გაწეულ დახმარებას. ითვლება, რომ ნავროცკის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება კიევის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გეგმებს, პოლონეთისა და უკრაინის კავშირები შესაძლოა შესუსტდეს.

ნავროცკის ბევრ მხარდამჭერს სურს მიგრაციის საკითხზე უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება, კონსერვატიული სოციალური ღირებულებების დაცვა და პოლონეთისთვის ევროკავშირის ფარგლებში მეტი სუვერენიტეტის მოპოვება.

ნავროცკიმ თავისი საარჩევნო კამპანია სწორედ სლოგანით „პირველ რიგში პოლონეთი, პირველ რიგში პოლონელები“ წარმართა.

კამპანიის დროს თეთრ სახლში ვიზიტისას ნავროცკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა მას უთხრა: „შენ გაიმარჯვებ“.

გასულ კვირას პოლონეთში კონსერვატორების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმაც მხარი დაუჭირა ნავროცკის და განაცხადა, რომ ის უნდა გამხდარიყო შემდეგი პრეზიდენტი.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა