ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
ერდოღანი: ომი უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ის გაიზრდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლში გაახვევს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რეგიონული დაძაბულობის ფონზე თურქეთის ფრთხილ მიდგომას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა „სავსებით შესაძლებელია“.
ერდოღანი: ომი უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ის გაიზრდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლში გაახვევს
ერდოღანი / AA

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რეგიონული დაძაბულობის ფონზე თურქეთის ფრთხილ მიდგომას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა „სავსებით შესაძლებელია“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ის მასშტაბურად გაიზრდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლში გაახვევს; მისივე თქმით, ეს შესაძლებელია, თუ დიპლომატიას შანსი მიეცემა.

ოთხშაბათს, პარლამენტში თავისი პარტიის ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი „მოთმინებით აგრძელებს ძალისხმევას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად და დიპლომატიის კვლავ ასამუშავებლად“.

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ვითარების სენსიტიურობიდან გამომდინარე, თურქეთი ფრთხილად მოქმედებს და იღებს ზომებს მის გარშემო არსებული კონფლიქტებისგან თავის დასაცავად.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი გულგრილი არ რჩება რეგიონში არსებული კრიზისების მიმართ და გაჭირვების ჟამს მეგობრებსა და მოძმეებს ზურგს არ აქცევს.

აღმოაჩინეთ
რუსული კომპანია Ozon-ის კუთვნილ 3 სხვადასხვა საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს
პაკისტანი და მალაიზია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ნეთანიაჰუ: „სანამ თანამდებობაზე ვარ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებ“
არმიის სპიკერი: ირანის არმია თავდაცვიდან შეტევაზე გადადის
ისრაელელი მაღალჩინოსნები: ნეთანიაჰუ თურქეთთან „ზედმეტ“ დაძაბულობას რისკავს
თურქეთი ისრაელის მიერ პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა