ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
აშშ-ირანის შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს
პროექტი ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის კვლავ გახსნას, სანქციებისგან დროებით გათავისუფლებას, ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებასა და თეირანის ბირთვულ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესებას.
აშშ-ირანის შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს
აშშ-ირანის შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს / TRT World

ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-სთან მომზადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საბოლოო პროექტი მოიცავს სხვადასხვა საკითხს — თეირანის ბირთვული პროგრამიდან დაწყებული, ჰორმუზის სრუტის გახსნითა და აშშ-ის ნავთობის სანქციებისგან გათავისუფლებით (შეღავათებით) დასრულებული.

ოფიციალური პირის განცხადებით, თუ ორივე მხარე დაამტკიცებს მემორანდუმის პროექტს, საბოლოო შეთანხმება 60 დღის განმავლობაში განიხილება.

პროექტი მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

ჰორმუზის სრუტე

ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ყველა კომერციული გემისთვის. აშშ კი მოხსნის საზღვაო ბლოკადას, რომელიც ირანის პორტებს ჰქონდა დაწესებული.

ფინანსური ზომები

აშშ თანახმაა, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ირანს ახალი სანქციები არ დაუწესოს.

ვაშინგტონი ირანს განსაზღვრული ვადით ნავთობის სანქციებისგან გაათავისუფლებს. ამგვარად, თეირანი შეძლებს ნავთობის გაყიდვას და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის მიღებას.

აშშ ასევე თანახმაა ირანის 25 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების გათავისუფლებაზე სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის: პირდაპირი ფულადი გზავნილებით, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობითა და ფინანსური საკრედიტო ხაზებით.

ბირთვული საკითხები

თეირანი თანახმაა, არ აწარმოოს და არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი.

საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ირანი შეინარჩუნებს არსებულ ბირთვულ სტატუს-კვოს, რაც გულისხმობს ურანის არგამდიდრებასა და ბირთვული ობიექტების არგაფართოებას.

აშშ თანახმაა, რომ თეირანმა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი ირანის საზღვრებშივე გააზავოს. ამის განხორციელების მექანიზმი 60 დღის განმავლობაში განიხილება.

აღმოაჩინეთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა
ისტორიული ზღვარი თავდაცვისა და ავიაციის ექსპორტში
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: „ნატოს თურქეთი სჭირდება“
WMO: El Niño-ს გაძლიერებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკის ზრდაა მოსალოდნელი