ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
ბრიტანეთის 10 მოქალაქეს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებენ
ბრიტანეთის 10 მოქალაქეს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებენ
ბრიტანეთის 10 მოქალაქეს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებენ
/ Reuters
8 აპრილი 2025

დიდ ბრიტანეთში წამყვანმა ადვოკატმა და იურიდიულმა კვლევითმა ჯგუფმა ლონდონის პოლიციის დეპარტამენტს წარუდგინეს ვრცელი ანგარიში, რომელიც ამტკიცებს, რომ 10 ბრიტანეთის მოქალაქემ ალყაში მოქცეულ ღაზაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ცნობით, 240-გვერდიანი ანგარიში ორშაბათს, დიდ ბრიტანეთში ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატის, მაიკლ მენსფილდ KC-ის და ჰააგაში მომუშავე მკვლევართა ჯგუფის მიერ მომზადდა ქალაქის მეტროპოლიტენის პოლიციის კონტრტერორისტული სამმართველოს სამხედრო დანაშაულების განყოფილებისთვის წარსადგენად.

ეს განაცხადი გაკეთდა პალესტინის ადამიანის უფლებათა ცენტრისა (PCHR) და დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის ცენტრის (PILC) სახელით, რომლებიც წარმოადგენენ პალესტინელებს ღაზასა და დიდ ბრიტანეთში.

აღნიშნულია, რომ ანგარიში, რომელიც ამ თავლსაზრისით პირველია, წარმოადგენს დეტალურ, საფუძვლიანად გამოკვლეულ და მყარ მტკიცებულებებს ბრიტანეთის მოქალაქეების ღაზაში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში მონაწილეობის შესახებ.

ანგარიშში მითითებულია 10 ბრიტანელი ეჭვმიტანილის ვინაობა და წარმოდგენილია მტკიცებულებები მათი ისრაელის არმიის მიერ ჩადენილ „სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში“ მონაწილეობის შესახებ.

ანგარიში ასევე მოითხოვს ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ გამოძიების დაწყებას, დაკავების ორდერების გაცემასა და ბრიტანეთის სასამართლოებში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

ანგარიში თანხვედრაშია იურიდიული კოალიციის, „გლობალ 195“-ის (Global 195) საერთაშორისო მოქმედებისკენ მოწოდებასთან, რომელიც ცდილობს პალესტინაში სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მკვლელობის უფლებამოსილება

ანგარიშის წარდგენამდე, შესაბამისი იურიდიული ჯგუფი  სკოტლანდ-იარდის შენობის გარეთ ჟურნალისტებს ესაუბრა. PILC-ის იურიდიულმა დირექტორმა, პოლ ჰერონმა განაცხადა, რომ ანგარიში ეფუძნება ექვსთვიან მტკიცებულებების შეგროვების ვრცელ სამუშაოს.

„ჩვენს განაცხადში მეტროპოლიტენის პოლიციის სამხედრო დანაშაულების განყოფილებისადმი, ვითხოვთ სრულ და დაუყოვნებლივ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას,“ - თქვა ჰერონმა.

ჰერონმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს შორისაა: მკვლელობა, განზრახ მძიმე ტანჯვის მიყენება, ღაზაში პალესტინელებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება და სასტიკი მოპყრობა, სამოქალაქო პირებზე თავდასხმა, იძულებითი გადაადგილება და დეპორტაცია, ჰუმანიტარული დახმარების პერსონალზე თავდასხმა და გენოციდის დანაშაული ისრაელის არმიის პალესტინელი ხალხის მიმართ ქმედებებთან დაკავშირებით.

აღნიშნა რა, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 14 დღეა აგრძელებს თავდასხმებს, ჰერონმა თქვა: „ეს განაცხადი ყველაზე დროული იყო“.

პალესტინის ადამიანის უფლებათა ცენტრის (PCHR) დირექტორმა, რაჯი სურანიმ განაცხადა, რომ ღაზა ამჟამად დაბომბვების, მკვლელობებისა და ხოცვა-ჟლეტის ქვეშ იმყოფება.

„ბოლო 18 თვის განმავლობაში გენოციდის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დიდი სირცხვილია,“ - თქვა სურანიმ.

მან თქვა, რომ ისრაელის თავდასხმების ლეგიტიმურ თავდაცვად განსაზღვრა პალესტინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მკვლელობის უფლებამოსილებას ნიშნავს.

სურანიმ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპა ისრაელის თავდასხმებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისრაელს კვლავაც იარაღს აწვდიან.

„ვფიქრობ, ბრიტანეთის პროკურორი (სტივენ პარკინსონი) არის ის, ვინც უნდა დაიწყოს გამოძიება და დევნა იმ ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ღაზაში ამ მოვლენებში ფაქტობრივად მონაწილეობდნენ“, - დაამატა სურანიმ.

მენსფილდმა ყურადღება გაამახვილა ხმის ამაღლების მნიშვნელობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელის ზეწოლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე (ICC) გრძელდება და თქვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ICC-ს მხარი უნდა დაუჭიროს.

მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც უნდა დაუჭიროს მხარი კანონის უზენაესობას.

„სარეკლამო კამპანია“

დიდ ბრიტანეთში მოქმედი ჯგუფი „ადვოკატები ისრაელისთვის“ (UKLFI) აცხადებს, რომ ანგარიში მხოლოდ „სარეკლამო კამპანიაა“.

გაზეთი The Jewish Chronicle, UKLFI-ის წევრის, ჯონათან ტერნერის სიტყვებზე დაყრდნობით წერს: „აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო დანაშაულები განსხვავდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ძირითადი ბრალდებებისგან, რომ ისრაელი შიმშილს ომის მეთოდად იყენებს“.

ენ ჰერცბერგმა, რომელიც იურიდიულ კონსულტაციას უწევს პრო-ისრაელურ ორგანიზაციას NGO Monitor-ს, განაცხადა, რომ ანგარიში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ებრაელების დაშინებას ცდილობს.

„მიზანი მხოლოდ იურიდიული შევიწროება არ არის, არამედ ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელსა და მის მოკავშირეებს შორის გლობალური განხეთქილების შეტანას“, - დაწერა ჰერცბერგმა X-ის საკუთარ ანგარიშზე.

აღმოაჩინეთ
ერდოღანმა ტრამპს განუცხადა: თურქეთი სირიაში არსებულ ვითარებას „ახლოდან“ აკვირდება
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში NBA-ის ყოფილ ლეგენდასთან, შაკილ ონილთან კალათბურთი ითამაშა
ფიდანმა აშშ-ის წარმომადგენელ ბარაკთან სირია–SDG-ის ზავი განიხილა
რუსეთმა და უკრაინამ ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ტყვეთა გაცვლის განახლების სიგნალი გასცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „გრენლანდიას უნდა ფლობდეს“; ის დავოსში ლიდერებს შეხვდება
ინდოეთმა და აგს-მ 3 მილიარდი დოლარის LNG-ს შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა უარყო ბრალდებები „დაეშ“-ის ტერორისტების გათავისუფლების შესახებ
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა
ბრიტანეთი და საფრანგეთი ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავენ
ჩინეთის შობადობის მაჩვენებელი 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა
ჩქაროსნული მატარებლის კატასტროფა ესპანეთში: ათეულობით ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა
ევროკავშირი ტრამპის მიერ გრენლანდიის მიმართ საბაჟო მუქარის გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს
ერდოღანი ალ-შარას: ტერორიზმისგან „სრული გაწმენდა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სირიისა და რეგიონისთვის
თურქეთმა სირიაში მიღწეულ შეთანხმებას „ტერორიზმისგან გაწმენდილი ზონისთვის“ გარდამტეხი მომენტი უწოდა
სირიულმა საგვარეულოებმა ევფრატის აირისა და ნავთობის საბადოები YPG-ს ტერორისტებისგან დაიბრუნეს