ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ირანმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის გაიხსნა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ირანის განცხადებას.
ირანმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის გაიხსნა
ირანმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის გაიხსნა / Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის ტრანზიტი ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად ღიაა.

პარასკევს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აბას არაღჩიმ აღნიშნა: „ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად, ირანის პორტებისა და ნაოსნობის ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტის მეშვეობით, ყველა კომერციული გემის გავლა ჰორმუზის სრუტეში ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად ღიად გამოცხადდა“.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ირანის ამ განცხადებას

ტრამპმა Truth Social-ის პლატფორმაზე დაწერა: „გმადლობთ!“, და აღნიშნა ირანის განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ვიწრო წყლის გზა „სრულად ღია და მზად არის სრული ტრანზიტისთვის“.

თუმცა, ტრამპმა დასძინა, რომ ვიდრე თეირანთან სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, აშშ-ის მიერ ირანის პორტებისთვის დაწესებული საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმები დაიწყო, სრუტეში გემების მოძრაობა უკიდურესად იშვიათია; ყოველდღიური ტრანზიტების რაოდენობა, შაბათ-კვირას დაფიქსირებული ხანმოკლე მატების გარდა, ძირითადად ერთნიშნა ციფრებში რჩებოდა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გამოცხადებული ბოლო წესის თანახმად, გემთმფლობელებს ყურედან ნავთობისა და სხვა საქონლის გასატანად ნებართვა როგორც ირანის, ისე ამერიკის ოფიციალური პირებისგან სჭირდებათ. ეს კი ტვირთბრუნვაზე გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას სამმა სუპერტანკერმა, რომლებსაც არაირანული ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ, სრუტიდან გასვლა მოახერხა, ბლოკადის დაწესებამდეც კი, ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში სრუტე ძალიან ცოტა ტანკერმა გადაკვეთა.

პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „შალამარის“ ყურეში შესვლას პირველად კვირას შეეცადა, თუმცა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ უკან გაბრუნდა. მოგვიანებით ტანკერმა ტრანზიტი დაასრულა, კუნძულ დასისკენ გაემართა, იქ ნედლი ნავთობით დაიტვირთა და ხუთშაბათს აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბოლო სამ დღეში 14 გემი უკან გაბრუნდა და აღნიშნა, რომ ბევრი გემთმფლობელი არსებულ პირობებში სრუტის გადაკვეთის რისკზე წასვლას არ ისურვებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბლოკადა ომანის სანაპიროებთან მდებარე რას-ელ-ჰადის მახლობლობიდან ირან-პაკისტანის საზღვრამდე ვრცელდება.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა