ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთმა ადგილობრივი წარმოების გულ-ფილტვის აპარატის გამოყენებით პირველი ოპერაცია ჩაატარა
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი წარმოების გულ-ფილტვის აპარატის გამოყენებით ჩატარებული პირველი ოპერაცია „თურქეთის ჯანდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად“ შეაფასა.
თურქეთმა ადგილობრივი წარმოების გულ-ფილტვის აპარატის გამოყენებით პირველი ოპერაცია ჩაატარა
თურქეთმა ადგილობრივი წარმოების გულ-ფილტვის აპარატის გამოყენებით პირველი ოპერაცია ჩაატარა / Anadolu Agency

თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ქვეყანამ წარმატებით დაასრულა პირველი კლინიკური ოპერაცია, რომელშიც გამოყენებული იყო ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქული თავდაცვის გიგანტის, ASELSAN-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული პირველი ადგილობრივი გულ-ფილტვის აპარატი.

თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეს ოპერაცია „თურქეთის ჯანდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად“ შეაფასა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს არის „სიცოცხლის გადამრჩენელი დიდი ნაბიჯი“ და დაამატა, რომ პაციენტი ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ჰალუქ გორგუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპარატმა LIFELINE HLM-მა, რომელმაც ოპერაციის განმავლობაში უსაფრთხოდ უზრუნველყო პაციენტის სისხლის მიმოქცევა და ჟანგბადით მომარაგება, შესაძლებელი გახადა ოპერაციის წარმატებით დასრულება. მან განაცხადა: „ის ფაქტი, რომ ამ კრიტიკულ მოწყობილობას, რომელსაც წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან ვიძენდით, უკვე საკუთარი რესურსებით ვაწარმოებთ, ჩვენი ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისთვის ძვირფასი მონაპოვარია“.

გორგუნმა სისტემას „საინჟინრო საოცრება“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოპერაციის დროს ამ აპარატმა პირველად „იმუშავა გულის ნაცვლად“ (სიტყვასიტყვით: „გულის ნაცვლად ფეთქავდა“).

ეს მოწყობილობა განიხილება, როგორც თურქეთის მცდელობის გამოხატულება - თავდაცვის სექტორში დაგროვილი საინჟინრო გამოცდილება ისეთ სამოქალაქო სფეროებში გადაიტანოს, როგორიცაა ჯანდაცვა.

აღმოაჩინეთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა
ისტორიული ზღვარი თავდაცვისა და ავიაციის ექსპორტში
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: „ნატოს თურქეთი სჭირდება“
WMO: El Niño-ს გაძლიერებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკის ზრდაა მოსალოდნელი