ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი C130 სატვირთო თვითმფრინავი საქართველოში ჩამოვარდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი C130 სატვირთო თვითმფრინავი საქართველოში ჩამოვარდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი C130 სატვირთო თვითმფრინავი საქართველოში ჩამოვარდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო / TRT

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი C130 სატვირთო თვითმფრინავი საქართველოში ჩამოვარდა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სოციალური მედიის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი C130 სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებოდა, საქართველოში ჩამოვარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო. პატივისცემით ვამცნობთ საზოგადოებას“.

თვითმფრინავში მყოფი ადამიანების რაოდენობისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, კატასტროფის მიზეზების გამოსაძიებლად კი მოკვლევა გრძელდება.

თავის მხრივ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ, გეკა გელაძეს ტელეფონით ესაუბრა, რის შემდეგაც იერლიქაიამ განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გელაძემ კი თავის თურქ კოლეგას ამცნო, რომ შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა, და თურქ ერს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ავიაკატასტროფას გამოეხმაურა პრეზიდენტი ერდოღანიც, რომელმაც განაცხადა: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ჩვენი ერთ-ერთი C130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა… ჩვენი სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება აღნიშნული ქვეყნების ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციით“.

აღმოაჩინეთ
სირია კმაყოფილია ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ამოიღოს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან
ტრამპი: ერდოღანი შესანიშნავი იყო, ნატომ დიდი გზა გაიარა
ერდოღანმა ნატოს სამიტი ისტორიულ წარმატებად შეაფასა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნეთანიაჰუსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ტრამპი: „დიდი ალბათობით, ამ საღამოს ირანს ძალიან მძლავრად დავარტყამთ“
ნატოს ანკარის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა
ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა
მიცოტაკისის გზავნილი ანკარიდან: „ურთიერთობების განვითარება“
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშები წამოიწყო
პრეზიდენტი ერდოღანი: სამიტიდან ძლიერ შედეგს მივიღებთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა