ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
უკრაინა: რუსეთმა ამ კვირაში 2 200-ზე მეტი დრონით თავდასხმა განახორციელა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის არმიამ მისი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში 2 200-ზე მეტი დრონი, 38 რაკეტა და დაახლოებით 1 650 მართვადი ბომბი გამოიყენა.
უკრაინა: რუსეთმა ამ კვირაში 2 200-ზე მეტი დრონით თავდასხმა განახორციელა
კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ გადაღებული ფოტო.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შესახებ.

მან აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მისი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე იერიში 2 200-ზე მეტი დრონითა და დაახლოებით 1 650 მართვადი ბომბით მიიტანეს, თავდასხმებისას კი სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტაც გამოიყენეს.

„წუხანდელი თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა“

ზელენსკიმ თავის მიმართვაში ასევე განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის კიევის, ხარკოვის, პოლტავის, მიკოლაევის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებში სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ამოიღო მიზანში.

ზელენსკიმ მიუთითა, რომ ზაპოროჟიეს ოლქსა და დედაქალაქ კიევზე მიტანილი იერიშების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა: „რუსებმა ამ დილით კიევში მდებარე მონაცემთა ცენტრზე ორი იერიში მიიტანეს. პირველი თავდასხმისას 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია“.

ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 170 დრონიდან 147 განეიტრალდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე საჰაერო თავდასხმები გრძელდება.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთ-აშშ-ის ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა:
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ერთმანეთს შეხვდნენ
ROKETSAN-ის KARAOK-მა პირველად გაანადგურა საჰაერო სამიზნე
აჰლათში დასახლებულმა თურქმა მესხებმა მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები მიიღეს
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა შეაფასა:
ბერნემი აცხადებს, რომ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე დუმილს არ აპირებენ
მინისტრმა ფიდანმა თურქეთ-სირია-საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა
მაკრონმა განაცხადა, რომ ღაზაში არსებული ვითარება ყველასთვის სამარცხვინოა
პრეზიდენტმა გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ორმხრივი შეხვედრები გამართა
პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლა გაეროში ციფრულ პლატფორმებზე გლობალური მასშტაბით მთავარ თემად იქცა
ერდოღანი: პალესტინის სახელმწიფოს ჩახშობის მცდელობები მარცხით დასრულდება
ტრამპი: ღაზას მილიარდობით დოლარის დახმარება გაეწევა
G7-ის მინისტრებმა ირანს მოუწოდეს, შეწყვიტოს იემენელი ჰუსიტების მხარდაჭერა
ირანი აშშ-ს ზეწოლის მოხსნის შემთხვევაში ჰორმუზის 7 დღეში გახსნას ჰპირდება
თურქეთი და აშშ ახალი თაობის რეაქტორების შეთანხმებით ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ