ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თურქეთი ყოველთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარესაა
ბურჰანეთინ დურანმა აღნიშნა, რომ თურქეთის მედიაცია, სადაც პრიორიტეტი დიალოგს ენიჭება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის.
კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თურქეთი ყოველთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარესაა
კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თურქეთი ყოველთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარესაა / AA

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა განაცხადა, რომ თურქეთი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობით, კვლავ რჩება კრიზისების მოგვარების ძალისხმევის ცენტრში და ხაზი გაუსვა ქვეყნის ერთგულებას მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.

„ჩვენი პრეზიდენტის, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობით, თურქეთი ამ რთულ პროცესში აგრძელებს გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმას როგორც რეგიონული სტაბილურობის დასამყარებლად, ისე ჩვენი ერის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა დურანმა.

მან ასევე აღნიშნა: „ჩვენი სახელმწიფო ჰიმნი იწყება სიტყვით „ნუ გეშინია“ (Korkma); ამიტომ, ჩვენი ისტორიიდან მიღებული შთაგონებითა და ძალით, კვლავ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების წინაშე“.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, დურანმა გააზიარა კადრები პრეზიდენტ ერდოღანის მსოფლიო ლიდერებთან გამართული დიპლომატიური შეხვედრებიდან და ნაწყვეტები მისი სიტყვით გამოსვლიდან „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე.

„ჩვენ ყოველთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს ვართ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში“, - დასძინა მან.

ბურჰანეთინ დურანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი საფრთხეების წინაშე სიმტკიცის შენარჩუნებას განაგრძობს.

აღმოაჩინეთ
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს:
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“
აშშ-ის არმიამ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში „ნარკოვაჭრობის ხელშეწყობის“ ბრალდებით ნავი ჩაძირა
ნიუ-იორკმა მე-8 კლასის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა
რუსეთი: „ჩვენ დავარტყით უკრაინის სამხედრო დანიშნულების ლოგისტიკურ ცენტრებსა და გემებს“
ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი: „არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა მზად იქნება"