ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
პუტინმა APEC-ის ბიზნესლიდერებს განუცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა „წარსულს ჩაბარდა“, და სის შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ხუთშაბათს სისთან და ტრამპთან გასამართ სამიტამდე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმზე „ულტიმატუმების ნაცვლად დიალოგის“ მოწოდებით გამოვიდა.
პუტინმა APEC-ის ბიზნესლიდერებს განუცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა „წარსულს ჩაბარდა“, და სის შეხვდა
პუტინმა APEC-ის ბიზნესლიდერებს განუცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა „წარსულს ჩაბარდა“, და სის შეხვდა / Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოთხშაბათს ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტები“ უკვე „წარსულს ჩაბარდა“.

პუტინმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს და რეგიონული თანამშრომლობა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და თანასწორი მსოფლიო წესრიგის განმტკიცებას უწყობს ხელს. პუტინმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადრე დომინანტურ პოზიციაზე მყოფი ძალები წარმატებული ქვეყნების განვითარების შეფერხებას ცდილობდნენ, განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნები სახელმწიფო, სახალხო და სოციალურ-ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ მიისწრაფვიან.

რუსეთის წინაშე არსებულ სანქციებზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ სანქციები, საბაჟო ტარიფები და ექსპორტის შეზღუდვები განვითარებას აფერხებს, თუმცა ეკონომიკური ზრდა სრულად ვერ შეაჩერა.

მისივე თქმით, არსებული გლობალური პირობები „დომინირების ნაცვლად თანასწორობას, იზოლაციის ნაცვლად პარტნიორობასა და ულტიმატუმების ნაცვლად დიალოგს“ მოითხოვს და დასძინა, რომ APEC-ი საერთაშორისო კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა.

ამასთან, პუტინი APEC-ის ეკონომიკური ლიდერების 33-ე შეხვედრის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მოსალოდნელია, რომ ისინი ხუთშაბათს გასამართ სამმხრივ სამიტამდე, რომელშიც, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მიიღებს მონაწილეობას, ენერგეტიკის, ფინანსების, უკრაინისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებს განიხილავს.

სი ასევე APEC-ის შეხვედრის გახსნაზე ხელოვნური ინტელექტისა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ჩინეთი საბაჟო ტარიფების შემცირებისა და ბაზარზე წვდომის გაფართოების გზით მასშტაბურ რეფორმებს გაატარებს.

სიმ ასევე ცალკე შეხვედრა გამართა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიონგთან.

აღმოაჩინეთ
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქი მესხები გაიხსენა
მექის შეთანხმება ძალაში შევიდა
თურქეთმა და კატარმა სტამბოლში ისტორიულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
პრეზიდენტ ერდოღანის ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრები COP31-ის ლიდერთა სამიტზე
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დრონებით თავდასხმა: დაღუპულია 4 ადამიანი
ერდოღანი: COP31-ზე ლიდერთა სიმტკიცე პარიზის შეთანხმებისთვის გამამხნევებელია
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ტყვეების დღემდე ყველაზე დიდ გაცვლას დათანხმდა
ევროკავშირი: „ცხადია, რომ ჩვენი უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის“
აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
მალათიაში ჩამოვარდნილ S-70 ტიპის ვერტმფრენში მყოფი 4 სამხედრო დაიღუპა
თურქეთსა და ჩინეთს შორის15 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა
პრეზიდენტი ერდოღანი ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში შეხვდნენ
ბარსელონაში საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა
ირანი: „ჰორმუზის სრუტეში 2 სუპერტანკერზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა“