აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გადაწყვიტა, შეჩერდეს იმ რეკლამების ჩვენება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას უწევს პოპულარიზაციას და საჯარო რესურსებით ფინანსდება, იმ მოტივით, რომ ეს შესაძლოა „უკანონო“ იყოს.
გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ (WSJ) ცნობით, ნიუ-იორკის საოლქო მოსამართლე ჯენიფერ როჩონმა 3 ნოემბერს დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების წინ პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ნაბიჯი გადადგა.
როჩონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის რესურსებით დაფინანსებული და ტრამპის პოლიტიკის პოპულარიზაციაზე ორიენტირებული რეკლამები ეთერიდან მოიხსნას იმ საფუძვლით, რომ ისინი შესაძლოა „უკანონო“ იყოს.
გარდა ამისა, მოსამართლე როჩონმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა გააუქმოს ყველა დაჯავშნა და სხვა სახის შეთანხმება, რომელიც აღნიშნული რეკლამების გამოქვეყნებისა თუ გავრცელებისთვის იყო გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის პოპულარიზაციაზე მიმართული რეკლამების ტელეეთერში გაშვება სექტემბერში დაიწყო და ისინი ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.






















