ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ირანში ორი ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს
გასული წლის ბოლოს ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა
ირანში ორი ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს
(არქივი) ირანში გასული წლის ბოლოს გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი დაიღუპა

ირანში, ისპაჰანის ერთ-ერთ საჯარო მოედანზე, სიკვდილით დასაჯეს ორი პირი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა ქუჩის აქციების დროს. აღნიშნული აქციები ირანში ეკონომიკური მიზეზებით დაიწყო და მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

ირანის სასამართლო ხელისუფლების კუთვნილ საინფორმაციო სააგენტო „მიზანის“ ცნობით, სასამართლო ორგანოებმა წერილობითი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბულფაზლ სიპაჰი და ამირ ჰუსეინ საფარი იანვრის გამოსვლების დროს ჩადენილი შემდეგი ქმედებებისთვის გასამართლდნენ: „დედამიწაზე კორუფციის გავრცელება“ (Mofsed-e-filarz), „ომი ღვთის წინააღმდეგ“ (Moharebeh), „საზოგადოებაში შიშისა და დაუცველობის დათესვა“, „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ჯგუფებში წევრობა“, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით სახელმწიფო ქონების დაზიანება“ და „მოვლენებში მონაწილეობა, რამაც ოთხი სამართალდამცველის დაღუპვა გამოიწვია“.

სასამართლო პროცესის შედეგად, ხსენებულ პირებს სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. სააპელაციო ეტაპზე ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

მსჯავრდებულები, რომელთა განაჩენიც საბოლოო იყო, დღეს დილით ისპაჰანის ერთ-ერთ საჯარო მოედანზე სიკვდილით დასაჯეს.

საპროტესტო აქციები ირანში

ირანში გამოსვლები 2025 წლის 28 დეკემბერს თეირანის „დიდ ბაზარში“ მოვაჭრეების ინიციატივით დაიწყო. პროტესტის მიზეზი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და ეკონომიკური პრობლემების გაღრმავება გახდა, რის შემდეგაც აქციები მთელ ქვეყანას მოედო.

მას შემდეგ, რაც 8 იანვარს დედაქალაქ თეირანში პროტესტი გამწვავდა, ქვეყნის ხელისუფლებამ ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა.

ირანელ ოფიციალურ პირებს მომხდარი მოვლენების დროს დაღუპულთა თუ დაშავებულთა საერთო რაოდენობაზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. თუმცა, აშშ-ში ბაზირებული „ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს“ (HRANA) მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 5 858 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 283 პირი დააკავეს.

ირანის „წამებულთა და ვეტერანთა ფონდის“ სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის მიერ 21 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ გამოსვლებისას, უსაფრთხოების ძალებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ჩათვლით, სულ 3 117 ადამიანი დაიღუპა.

ამ განცხადების მიხედვით, მათგან 2 427 პირი „ტერორისტული ჯგუფების“ მიერ მოკლული სამართალდამცველი და მშვიდობიანი მოქალაქეა, ხოლო დარჩენილ 690 ადამიანზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღმოაჩინეთ
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადს, მის ძმას მაჰერ ასადს და ბიძაშვილ ნაჯიბს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აბასი თურქეთს ეწვევა
მინისტრი ფიდანი ლიბიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ავსტრიის კანცლერ შტოკერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა: 132 ადამიანი დაიღუპა
ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადება: „მექას შეთანხმება ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული“
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა; ზაპოროჟიეში 5 ადამიანი დაიღუპა
თურქეთმა კოლუმბიას სამძიმარი გამოუცხადა
TEKNOFEST-ის უპილოტო საფრენი აპარატების შეჯიბრება თურქეთის შირნაქის პროვინციაში დაიწყო
ღაზაში ისრაელის ჯარისკაცების მიერ თავში დაჭრილი 13 წლის გოგონა გარდაიცვალა
მინისტრი ფიდანი ფრანგ და გერმანელ კოლეგებს ესუბრა
ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 ათას ჯარისკაცს აგზავნის
რუსეთში თათრეთის რესპუბლიკაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არაღჩი: „ამჟამად აშშ-სთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“
საბერძნეთის 106 სხვადასხვა წერტილში აქციები „თავისუფლება პალესტინას“ გაიმართა