ისრაელმა კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ღაზაში ოთხი პალესტინელი მოკლა
ნუსეირათის ბანაკში პოლიციის მანქანაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, „ალ-ავდას“ სამედიცინო კომპლექსმა განაცხადა, რომ მიიღო საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილები.
ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღაზის ჩრდილოეთით მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელმა საჰაერო დარტყმა მიაყენა პოლიციის მანქანას ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ნუსეირათის ბანაკში, რის შედეგადაც ოთხი პალესტინელი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ, „ალ-ავდას“ სამედიცინო კომპლექსზე დაყრდნობით, კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსხვერპლნი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თავდასხმა პირდაპირ მანქანას მოხვდა. მედიკოსების განცხადებით, თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა.
კვირას დილით, ღაზის ჩრდილოეთით მდებარე შეიხ რადვანის უბანზე განხორციელებული ცალკეული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ორივე შემთხვევას იძიებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები
გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ისრაელმა ასობით დარღვევა ჩაიდინა; მოკლა სულ მცირე 680 პალესტინელი და დაჭრა 1800-ზე მეტი.
2023 წლის ოქტომბრიდან, გენოციდის დაწყებიდან მოყოლებული, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა 72 000-ზე მეტი პალესტინელი მოკლა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, ხოლო 171 000-ზე მეტი კი დაშავდა. ამ თავდასხმების შედეგად ისრაელმა რეგიონის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად აქცია და მთელი მოსახლეობა იძულებით გადააადგილა.