ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

პოლონეთმა განაცხადა, რომ თავდასხმის საპასუხოდ სამხედრო თვითმფრინავები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. თავდასხმის საპასუხოდ სამხედრო თვითმფრინავების მობილიზება მოხდა.

By
ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა / Reuters

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შაბათს დილით ადრე უკრაინის მასშტაბით რუსულ თავდასხმებს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა; მანამდე არსებული მონაცემები ხუთი დაღუპულის შესახებ განახლდა.

ხარკოვის ოლქში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ნანგრევებში ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დნიპროს ოლქში კი ერთი ადამიანი დაიღუპა.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა, მანამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მაშველებმა ხარკოვის კიევსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა, „ტელეგრამში“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი (6 და 11 წლის) და 17 წლის გოგონა.

სინეგუბოვის თქმით, ხუთსართულიანი შენობა თავდასხმების შედეგად „პრაქტიკულად განადგურდა“. მან ასევე აღნიშნა, რომ მაშველები ნანგრევებში კიდევ 10 ადამიანს ეძებენ, რომლებიც, სავარაუდოდ, იქ არიან ჩარჩენილები, მათ შორის ერთ ბავშვს.

ნატოს წევრმა პოლონეთმა განაცხადა, რომ მეზობელი უკრაინის ტერიტორიაზე გაზრდილი თავდასხმების საპასუხოდ, სამხედრო თვითმფრინავები ჰაერში აუშვა.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავებია მობილიზებული. სარდლობამ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების გამო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაცია ამოქმედდა.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევის მერმა, გალინა მინაევამ, განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლზე „მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის“ შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.