ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელი არის მთავარი დაბრკოლება მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის (ივნისში პაკისტანში) მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის გზაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram-ის ანგარიშზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არაღჩიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას შეაფასა ის დიპლომატიური პროცესი, რომელიც 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ წარიმართა.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ ვინაიდან „თეირანსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის მიღწეული“ შეთანხმება ირანის ინტერესებს შეესაბამებოდა, აშშ-მ შეთანხმების დარღვევა ორ კვირაზე ნაკლებ დროში დაიწყო. „ისრაელი ამ შეთანხმების განხორციელების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე და ბარიერია“, - განაცხადა მან.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიური წარმატება არც მას და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნის: „ეს ირანელი ხალხის გამარჯვება იყო. ეს იყო ომში გამოჩენილი წინააღმდეგობის შედეგი, რამაც აიძულა მტერი, მიეღო ირანის მოთხოვნები“.





















