ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ევროპის ავტომრეწველობა მოუწოდებს ევროკავშირს, გადადოს 2035 წლის ბენზინისა და დიზელის აკრძალვა
ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტი ევროპის საავტომობილო სექტორს ემუქრება; მწარმოებლები 2035 წლის აკრძალვასთან დაკავშირებით მოქნილობას ითხოვენ
ევროპის ავტომრეწველობა მოუწოდებს ევროკავშირს, გადადოს 2035 წლის ბენზინისა და დიზელის აკრძალვა
ევროპის ავტომრეწველობა მოუწოდებს ევროკავშირს, გადადოს 2035 წლის ბენზინისა და დიზელის აკრძალვა / Reuters
6 დეკემბერი 2025

ევროპის ავტოინდუსტრია, რომელიც რთულ ვითარებაში იმყოფება, და სექტორის მხარდამჭერები ევროკავშირზე ზეწოლას აძლიერებენ, რათა 2035 წლისთვის დაგეგმილი ახალი ბენზინისა და დიზელის ავტომობილების გაყიდვის აკრძალვა შერბილდეს, გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე ელის.

ევროკომისია 10 დეკემბერს, სექტორის გადარჩენის უფრო ფართომასშტაბიანი გეგმის ფარგლებში, მიზანს გადახედავს, თუმცა წევრი სახელმწიფოებისა და ინდუსტრიის მხრიდან წამოსულმა მოთხოვნებმა შესაძლოა ამ თარიღის გადავადება გამოიწვიოს.

2035 წლისთვის ყველა ახალი ავტომობილის ელექტრომობილებზე გადაყვანის მიზანი ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ პრიორიტეტულ ზომად მიიჩნევა. ეს მიზანი 2023 წელს განისაზღვრა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბლოკის მიერ 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევის გზაზე.

თუმცა, სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, იზრდება მოწოდებები მიზნის „პრაგმატიზმის“ სახელით გადახედვის თაობაზე.

ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA) პოლიტიკის დოკუმენტში განაცხადა: „ჩვენს სექტორს ყველაზე მკაცრი მიზანი დაუსახეს, რადგან ის დეკარბონიზაციისთვის ყველაზე მარტივ სფეროდ აღიქმებოდა. თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა“.

ამასობაში, ჩინელი ავტომწარმოებლები ევროპულ ბაზარს იაფი ელექტრომოდელებით ავსებენ. ეს ბლოკის მასშტაბით მწარმოებლებს შორის უპრეცედენტო კრიზისის შიშს იწვევს. საუბარია მასობრივ დათხოვნებსა და ქარხნების დახურვის შესაძლებლობაზე.

საფრანგეთის ავტოინდუსტრიული ჯგუფის, Plateforme-ის პრეზიდენტმა ლუკ შატელმა გასულ თვეს გააკეთა გაფრთხილება, რომ „ფეხქვეშ მიწა გვეცლება“ და დასძინა, რომ სექტორი „არა ტექნოლოგიური, არამედ პოლიტიკური და დოგმატური არჩევანის“ მსხვერპლია.

გერმანია და იტალია გამონაკლისებს ითხოვენ

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც ავტომწარმოებლების მხარდამჭერ წამყვან ხმად მოგვევლინა, ბრიუსელს მოუწოდა, 2035 წლის შემდეგაც დაუშვას „Plug-in“ ჰიბრიდების, სვლის მარაგის გამზრდელი სისტემის მქონე მანქანებისა და მაღალეფექტიანი შიდაწვის ძრავების გაყიდვა.

იტალიას სურს, რომ ბიოსაწვავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გამოყენება ამ ვადის გასვლის შემდეგაც კანონიერი დარჩეს.

მეორე მხრივ, საფრანგეთს სურს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს სრულად ელექტრომობილებზე გადასვლის მიზანი, რათა ავტომწარმოებლების მიერ უკვე განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები დაიცვას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოქტომბერში გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ გააკეთა გაფრთხილება: „თუ 2035 წლის მიზანზე უარს ვიტყვით, დაივიწყეთ ევროპული აკუმულატორების ქარხნები“.

საფრანგეთი აკუმულატორების წარმოებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერას ითხოვს და გამოდის ინიციატივით, რომ კორპორაციული ავტოპარკები სავალდებულო წესით დაკომპლექტდეს არა ჩინური ბრენდებით, არამედ ევროპული წარმოების ელექტრომობილებით. გერმანია კი ავტოპარკებთან დაკავშირებულ ამგვარ წესებს ეწინააღმდეგება.

BMW-ს გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ციპსემ ამ კვირას ბრიუსელში განაცხადა, რომ კორპორაციული ავტოპარკების სრულად ელექტრომობილებზე გადაყვანა იგივეა, რაც შიდაწვის ძრავების აკრძალვის „უკანა კარიდან“ შემოტანა.

საადვოკაციო ჯგუფის „ტრანსპორტი და გარემოს“ წარმომადგენელმა ლუსიენ მატიემ კი გააფრთხილა, რომ ბიოსაწვავისთვის გამონაკლისის დაშვება „საშინელი შეცდომა“ იქნება და ყურადღება გაამახვილა ამ საწვავის ცუდ ნახშირბადულ მაჩვენებლებზე და ისეთ არასასურველ ეფექტებზე, როგორიცაა ტყის ჩეხვა.

აღმოაჩინეთ
ისრაელმა ტრამპის ღაზის პანელის შემადგენლობა გააპროტესტა; პალესტინის კომიტეტის წევრები დასახელდნენ
ირანის საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა
ტრამპმა ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის კაშხლის გამო არსებულ დავაში შუამავლობა შესთავაზა
ტრამპი: გრენლანდიასთან დაკავშირებით „ნატოსთან ვსაუბრობთ"
აშშ-ს ბირთვული ენერგიის ინსტიტუტი: ვაშინგტონთან SMR-ს თანამშრომლობა  დიდი შესაძლებლობაა ანკარისთვის
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკეანეების დაცვის გლობალური შეთანხმების ძალაში შესვლაში
ტრამპმა ღაზას სამშვიდობო საბჭოს შექმნის შესახებ გამოაცხადა
თურქეთი ირანის წინააღმდეგ „ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციის“ წინააღმდეგია
X: Grok აღარ შეასრულებს შიშველი გამოსახულებების ბრძანებებს იმ რეგიონებში, სადაც ეს უკანონოა
ტრამპი: უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას პუტინი კი არა, ზელენსკი აფერხებს
აშშ-ის ოფიციალური პირი: თურქეთმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
ევროპული ქვეყნები ირანში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ „ქვეყნიდან გაიქცნენ“
ფიდანი და არაქჩი რეგიონული დაძაბულობის ზრდის გამო 24 საათის განმავლობაში ერთმანეთს მეორედ ესაუბრნენ
უფლებადამცველი ჯგუფის განცხადებით, ირანში არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 570-ს გადააჭარბა