ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთმა ირანსა და აშშ-ს „კონსტრუქციული“ დიალოგისკენ მოუწოდა
თურქეთმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს ლიბანზე ისრაელის მიმდინარე თავდასხმებისა და ღაზაში გაღრმავებული ჰუმანიტარული კრიზისის წინააღმდეგ.
თურქეთმა ირანსა და აშშ-ს „კონსტრუქციული“ დიალოგისკენ მოუწოდა
თურქეთმა ირანსა და აშშ-ს „კონსტრუქციული“ დიალოგისკენ მოუწოდა / AA

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ თეირანისა და ვაშინგტონის ადმინისტრაციები გამოიჩენენ „კონსტრუქციულ“ მიდგომას დროებითი ზავის მუდმივ რეჟიმში გადასაყვანად და სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

სამინისტროს პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა ზექი აქთურქმა ხუთშაბათს გამართულ ყოველკვირეულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ ირანი და აშშ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და იმოქმედებენ კონსტრუქციულად დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მუდმივ სტატუსში გადასაყვანად და მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ყველანაირ მხარდაჭერას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად“.

აქთურქმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ლიბანზე ისრაელის თავდასხმებისა და ღაზაში ისრაელის გენოციდით გამოწვეული მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მიმართ.

მან აღნიშნა, რომ ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი ამ კვირაში სტამბოლში გამართული თავდაცვის გამოფენის, SAHA 2026-ის ფარგლებში, შეხვდა მრავალ უცხოელ თავდაცვის მაღალჩინოსანს, მათ შორის კოლეგებს სომალიდან, კოსოვოდან, კენიიდან, ქუვეითიდან, მავრიტანიიდან, სუდანიდან და ესტონეთიდან.

ამ შეხვედრების ფარგლებში, მინისტრმა გიულერმა კოსოვოსთან ხელი მოაწერა სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას, ხოლო კენიასთან - თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

სამინისტროს პრესსპიკერმა აქთურქმა დასძინა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სარდლებიც გამოფენის განმავლობაში ხვდებოდნენ უცხოელ ოფიციალურ პირებს.

აქთურქმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, არმიის გენერალი ზია ჯემალ ქადიოღლუ 11-14 მაისს პორტუგალიას ეწვევა, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი ქადირ ილდიზი მონაწილეობს მადრიდში მიმდინარე ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალთა 2026 წლის კონფერენციაში (CHENS), რომელიც პარასკევს დასრულდება.

აღმოაჩინეთ
საბერძნეთის სასამართლომ ოთხი წარმომადგენელი სასულიერო პირების წინააღმდეგ პროტესტის გამო დასაჯა
შუამავლების განცხადებით, აშშ-მა და ირანმა შვეიცარიაში მაღალი დონის მოლაპარაკებები დაასრულეს
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ანგარიში: საბერძნეთში 2025 წელს შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს