საფრანგეთი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტში ამ საკითხზე ჩატარებულ კენჭისყრას „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. კანონპროექტი, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან შევა ძალაში, ახლა დასამტკიცებლად სენატს ეგზავნება.

By
საფრანგეთი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავს / Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტში ამ საკითხზე ჩატარებულ კენჭისყრას „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. კანონპროექტი, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან შევა ძალაში, ახლა დასამტკიცებლად სენატს ეგზავნება.

ფრანგმა დეპუტატებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს. ამ ინიციატივას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბავშვების დაცვის საშუალებად მიიჩნევს.

ორშაბათს საღამოს, ხანგრძლივი სხდომის შემდეგ, პარლამენტის ქვედა პალატამ - ეროვნულმა ასამბლეამ - კანონპროექტი 130 ხმით 21-ის წინააღმდეგ მიიღო.

კანონპროექტი შემდგომი განხილვისთვის სენატში გადაიგზავნება.

მაკრონმა სოციალურ ქსელ „X“-ზე გაკეთებულ განცხადებაში მიესალმა კენჭისყრის შედეგებს და მას ფრანგი ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვისკენ გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ამ „კონსტრუქციული მუშაობის“ გაგრძელება სენატზეა დამოკიდებული, რათა კანონი მომავალი სასწავლო წლიდან ამოქმედდეს.

„რადგან ჩვენი შვილების გონებას ვერც ამერიკული პლატფორმები და ვერც ჩინური ქსელები ვერ იყიდიან. რადგან ჩვენი შვილების ოცნებები ალგორითმებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი. ჩვენ გვსურს არა შფოთვის მქონე თაობა, არამედ თაობა, რომელსაც სჯერა საფრანგეთის, რესპუბლიკის და მისი ღირებულებების“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ 1 სექტემბრამდე კანონის მიღებას უზრუნველყოფს და ფრანგი ბავშვები თუ ახალგაზრდები „საბოლოოდ იქნებიან დაცულნი“.