ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
დანია: აშშ-სთან მოლაპარაკებები გრენლანდიის შესახებ უახლოეს ხანში დაიწყება
ნატოს გენერალური მდივანი და დანიის პრემიერ-მინისტრი არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე შეთანხმდნენ, ამავდროულად, მოსალოდნელია დანიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თავის გრენლანდიელ კოლეგასთან ნუუკში.
დანია: აშშ-სთან მოლაპარაკებები გრენლანდიის შესახებ უახლოეს ხანში დაიწყება
დანია: აშშ-სთან მოლაპარაკებები გრენლანდიის შესახებ უახლოეს ხანში დაიწყება / AP

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა პარასკევს განაცხადა, რომ უახლოეს ხანში იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დაწყება გრენლანდიის საკითხზე, რაც არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კოპენჰაგენში ჟურნალისტებთან საუბრისას რასმუსენმა აღნიშნა: „ამ შეხვედრებს ძალიან მალე დავიწყებთ. თუმცა, ვინაიდან ამჟამად საჭიროა პროცესის ირგვლივ არსებული დრამის შემცირება, მოლაპარაკებების ვადებს არ გავამხელთ“. რასმუსენმა დასძინა, რომ მოლაპარაკებების მთავარი ფოკუსი იქნება „უსაფრთხოება, უსაფრთხოება და უსაფრთხოება“.

ამავდროულად, ნატოს ლიდერი მარკ რუტე და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი პარასკევს შეთანხმდნენ, რომ ალიანსმა უნდა გააძლიეროს მუშაობა არქტიკის უსაფრთხოების კუთხით მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ხელში ჩაგდების მუქარაზე უკან დაიხია.

ბრიუსელში ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ რუტემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „ჩვენ ერთად ვმუშაობთ მთელი ნატოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გავაფართოებთ თანამშრომლობას არქტიკაში შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ კვირაში დავოსში რუტემ ტრამპთან გრენლანდიის საკითხზე კონსენსუსს მიაღწია, თუმცა შეთანხმების დეტალები არ გასაჯაროებულა.

მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც ტრამპმა მუქარა უკან წაიღო, მოსალოდნელია, რომ ფრედერიკსენი გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში გაემგზავრება და იქ თავის კოლეგას შეხვდება. ფრედერიკსენმა X-ის საკუთარ ანგარიშზე დააანონსა, რომ ბრიუსელიდან ნუუკში გაემგზავრება.

აღმოაჩინეთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა
„რა არის ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ)?“
15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალებისას გამოვლენილი Bylock-ის იერარქია
MİT-მა ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის ერთ-ერთი ე.წ. ხელმძღვანელი თალიფ გიულერი დააკავა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 490-მდე გაიზარდა
ირანმა რეგიონის მასშტაბით „მტრის ბაზების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სთავდასხმები განახორციელა
ტრამპი: თეირანის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანს „გაანადგურებს“
რუსეთი: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი არ აქვს