ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ყაზახეთმა და გერმანიამ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო შეთანხმებები გააფორმეს
მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაზრდაზე, უპირველეს ყოვლისა, „ცენტრალური აზია-გერმანიის“ ფორმატში.
ყაზახეთმა და გერმანიამ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო შეთანხმებები გააფორმეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ტოყაევი დედაქალაქ ბერლინში გერმანიის კანცლერ მერცს შეხვდა.
 

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა განაცხადა, რომ გერმანიასთან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების სავაჭრო შეთანხმებები გააფორმეს.

ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თოყაევმა დედაქალაქ ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყაზახეთსა და გერმანიას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი თანამშრომლობის გასავითარებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა მრეწველობა, კრიტიკული მნიშვნელობის მინერალები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ციფრული ტექნოლოგიები, ასევე მაღალი დამატებული ღირებულების მქონე წარმოების მიმართულებები, მათ შორის მანქანათმშენებლობა და ქიმიური მრეწველობა.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაზრდაზე, უპირველეს ყოვლისა, „ცენტრალური აზია-გერმანიის“ ფორმატში.

ხელი მოეწერა 30-ზე მეტ სავაჭრო შეთანხმებას

მოლაპარაკებების შემდეგ თოყაევმა და მერცმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელი მოეწერა 30-ზე მეტ სავაჭრო დოკუმენტს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს აღწევს.

თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმებების ეფექტიანი იმპლემენტაცია კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მან ასევე დასძინა, რომ გერმანიაში ვიზიტის შემდეგ ეტაპზე ბავარიას ეწვევა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

თოყაევმა ასევე განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ყაზახეთ-ბავარიის ტექნოლოგიურ ფორუმში.

მერცი ყაზახეთში მიიწვია

თოყაევმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისას რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის საკითხებიც განიხილეს. მისი თქმით, ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს, რაც ორი ქვეყნის საერთო პოზიციაა.

თოყაევმა განაცხადა, რომ მხარეები „ცენტრალური აზია-გერმანიის“ ფორმატში დიალოგის განვითარებაზეც შეთანხმდნენ, და ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთის მიზანია გერმანიასთან გრძელვადიანი, ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება.

შეხვედრის დასასრულს თოყაევმა გერმანიის კანცლერი მერცი ყაზახეთში მიიწვია.

თოყაევი ასევე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

აღმოაჩინეთ
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
Microsoft-ის CEO-ს გაფრთხილება: გლობალურ ინფრასტრუქტურაში შესაძლოა კრიზისი შეიქმნას
ზელენსკი: შეხვედრაზე, რომელშიც ის არ მონაწილეობს, უკრაინის შესახებ საუბარი შეცდომაა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან
მინისტრი ქურუმი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ანტალიაში ძლიერი შეთანხმება წარმოვადგინოთ
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.