ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ინტერპოლმა ბოსნიელი სერბი ლიდერის, დოდიკის, დაკავების ორდერი გამოსცა
ინტერპოლის სარაევოს ოფისის მიერ ინიცირებული დაკავების ორდერები ბოსნია და ჰერცეგოვინის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის ბრალდებებს ეფუძნება.
ინტერპოლმა ბოსნიელი სერბი ლიდერის, დოდიკის, დაკავების ორდერი გამოსცა

ბოსნიელი სერბი ლიდერის, მილორად დოდიკისა და სერბეთის რესპუბლიკის (RS) ასამბლეის თავმჯდომარის, ნენად სტევანდიჩის მიმართ ინტერპოლის მიერ დაკავების საერთაშორისო ორდერი გაიცა. ინფორმაცია სერბულმა გაზეთმა „პოლიტიკამ“ გაავრცელა.

ინტერპოლის სარაევოს ოფისის მიერ ინიცირებული დაკავების ორდერები ბოსნია და ჰერცეგოვინის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის ბრალდებებს ეფუძნება. გაზეთ „პოლიტიკას“ თანახმად, ორდერები ინტერპოლის ყველა წევრ ქვეყანაშია დაგზავნილი, მაგრამ სამართლებრივი განხილვის პროცესი გრძელდება.

დოდიკი ცოტა ხნის წინ სერბეთში გაემგზავრა და ნატოს ოპერაცია „მოკავშირეთა ძალის“ 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო.

26 მარტს ბოსნია და ჰერცეგოვინის სასაზღვრო პოლიციამ დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, თუ როგორ გადაკვეთა დოდიკმა სერბეთის საზღვარი, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ დაკავების აქტიური ორდერი არსებობდა.

თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოდიკი იმავე დღეს სერბეთიდან ისრაელში გაემგზავრა.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“