ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ისრაელმა თვეების განმავლობაში პატიმრობის შემდეგ 11 ღაზელი პალესტინელი გაათავისუფლა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გათავისუფლების შემდეგ პატიმრები სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ისრაელმა თვეების განმავლობაში პატიმრობის შემდეგ 11 ღაზელი პალესტინელი გაათავისუფლა
ისრაელმა თვეების განმავლობაში პატიმრობის შემდეგ 11 ღაზელი პალესტინელი გაათავისუფლა / AA

პატიმართა საინფორმაციო ბიუროს განცხადების თანახმად, ღაზაში დაკავებული 11 პალესტინელი თვეების განმავლობაში გრძელვადიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

განცხადების მიხედვით, პატიმრები ღაზის სამხრეთით მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლების მომენტში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით, გათავისუფლებული პირები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში მდებარე „ალ-აქსას მოწამეთა საავადმყოფოში“ გადაიყვანა.

მანამდე ისრაელის არმიის მიერ გათავისუფლებულ პალესტინელ პატიმრებს აღენიშნებოდათ არასათანადო მოპყრობის, შიმშილისა და მძიმე დაზიანებების კვალი; ისინი აცხადებდნენ, რომ ეს პატიმრობის პერიოდში განცდილი წამების შედეგი იყო.

13 ოქტომბერს „ჰამასთან“ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა 2 000-მდე პალესტინელი ტყვე გაათავისუფლა, რომელთაგან დაახლოებით 1 700 ღაზიდან იყო. იმ პერიოდში გათავისუფლებულთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო; ბევრი მათგანი ყვებოდა, რომ ისრაელის დაკავების იზოლატორებში წამებას, შიმშილსა და ღირსების შემლახველ მოპყრობას განიცდიდნენ.

პალესტინური და ებრაული უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ისრაელში ჯერ კიდევ 10 000-ზე მეტი პალესტინელი იმყოფება პატიმრობაში, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმრები წამების, შიმშილისა და სამედიცინო უგულებელყოფის მსხვერპლნი არიან, რაც მრავალი პატიმრის სიკვდილის მიზეზი ხდება.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“