ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ჩინეთში, მთვარის კალენდრით ახალი წლის წინ, ფეიერვერკების აფეთქების შედეგად მსხვერპლია
ჩინური ახალი წელი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „გაზაფხულის ფესტივალი“, წელს სამშაბათს ემთხვევა. ტრადიციისამებრ, მოსახლეობა ახალ წელს შუაღამისას ფეიერვერკების გაშვებით ხვდება.
ჩინეთში, მთვარის კალენდრით ახალი წლის წინ, ფეიერვერკების აფეთქების შედეგად მსხვერპლია
ჩინეთში, მთვარის კალენდრით ახალი წლის წინ, ფეიერვერკების აფეთქების შედეგად მსხვერპლია / AP

ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ფეიერვერკების მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ჩინეთის სოფლებში მცხოვრებლები ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებსა და მოვლენებს, როგორიცაა მთვარის კალენდრით ახალი წელი, ჩვეულებრივ, ასაფეთქებლებითა და ხმამაღალი ფეიერვერკებით აღნიშნავენ.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ძიანსუს პროვინციის დუნხაის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში კვირას, დაახლოებით 14:30 საათზე მოხდა. მიზეზი ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ფეიერვერკების „არასათანადო გამოყენება“ გახდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სამსახურები დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე სამაშველო და რეაგირების ოპერაციების განსახორციელებლად“, - დასძინეს დუნხაის ოფიციალურმა პირებმა.

უსაფრთხოების სტანდარტები

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფეთქებით გამოწვეული ხანძარი დაახლოებით 16:00 საათისთვის ლიკვიდირებული იყო. დაღუპულია რვა ადამიანი, ორმა კი მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

გამოძიება გრძელდება, პასუხისმგებელი პირები კი დაკავებულები არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთში ახალი წლის დღესასწაულებზე ფეიერვერკების გამოყენება პიკს აღწევს და მოქალაქეები გააფრთხილა ისეთი სახიფათო ქმედებებისგან, როგორიცაა ფეიერვერკების საცდელი გაშვება ან მაღაზიებთან სიგარეტის მოწევა.

სამინისტრომ ასევე დაამატა, რომ ქვეყნის მასშტაბით ფეიერვერკებით მოვაჭრე საწარმოებს გაეგზავნათ გაფრთხილება უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების „სრული შემოწმების“ აუცილებლობის შესახებ.

ჩინეთში უსაფრთხოების არასაკმარისად მკაცრი სტანდარტები ხშირად ხდება ინდუსტრიული ავარიების მიზეზი.

მიმდინარე თვეში, ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე შანსის პროვინციაში, ბიოტექნოლოგიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. იანვრის ბოლოს კი, შიდა მონღოლეთის პროვინციაში, ფოლადის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

აღმოაჩინეთ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი კატარელ კოლეგას შეხვდა
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება: 5 119 დაღუპული
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ირანმა აშშ-ის ბაზებს შვიდი ღამის განმავლობაში მიმდინარე თავდასხმების შემდეგ უპასუხა
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა