ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ამერიკელმა სენატორებმა გრენლანდიის ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი წარადგინეს
ორპარტიული კანონპროექტი მიზნად ისახავს აშშ-ს მხრიდან NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციისა და კონტროლის აღკვეთას მათი თანხმობის გარეშე.
ამერიკელმა სენატორებმა გრენლანდიის ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი წარადგინეს
ამერიკელმა სენატორებმა გრენლანდიის ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი წარადგინეს / AP
 

დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სენატორებმა სამშაბათს წარადგინეს კანონპროექტი, რათა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საბაბით გრენლანდიის დაუფლების შესახებ გაკეთებული არაერთი განცხადების ფონზე, აიკრძალოს NATO-ს მოკავშირეების ტერიტორიების ოკუპაცია ან ხელში ჩაგდება.

კანონპროექტი, სახელწოდებით „NATO-ს ერთიანობის დაცვის აქტი“, წარდგენილ იქნა დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორის, ლიზა მურკოვსკის მიერ.

დოკუმენტის თანახმად, იკრძალება პენტაგონისა თუ სახელმწიფო დეპარტამენტის ფონდების გამოყენება NATO-ს წევრი სახელმწიფოების სუვერენულ ტერიტორიებზე ბლოკადის დასაწესებლად, სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად, ოკუპაციისთვის, ანექსიისთვის ან სხვაგვარი კონტროლის დასამყარებლად მათი თანხმობის გარეშე.

„ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ აშშ-მ შესაძლოა გამოიყენოს ძალა NATO-ს მოკავშირის ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად ან მასზე კონტროლის დასამყარებლად, პირდაპირ ასუსტებს ალიანსს, რომელიც ამერიკელების უსაფრთხოებას იცავს, და მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებში შედის. ეს კანონპროექტი ნათლად აჩვენებს, რომ გრენლანდიის ირგვლივ ბოლოდროინდელი რიტორიკა ძირს უთხრის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და კონგრესში ორპარტიულ წინააღმდეგობას აწყდება“, - განაცხადა შაჰინმა.

მურკოვსკიმ კი აღნიშნა: „იდეა იმის შესახებ, რომ ამერიკამ თავისი უზარმაზარი რესურსები მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენოს, უკიდურესად შემაშფოთებელია და კონგრესმა ეს კანონმდებლობით სრულად უნდა უარყოს“.

კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ უნდა „მოიპოვოს“ გრენლანდია, რათა აღკვეთოს რუსეთის ან ჩინეთის მიერ კუნძულის ხელში ჩაგდება. მანამდე მან გრენლანდიის ფლობას აშშ-ს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის „აბსოლუტური აუცილებლობა“ უწოდა და ეს „უძრავი ქონების დიდ გარიგებას“ შეადარა.

გრენლანდიამ, რომელიც დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური ტერიტორიაა, აშშ-ს ყურადღება თავისი სტრატეგიული მდებარეობისა და მდიდარი მინერალური რესურსების გამო მიიპყრო.

დანიამ და გრენლანდიამ უარყვეს ტერიტორიის გაყიდვის შესახებ წინადადებები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს დანიის სუვერენიტეტი კუნძულზე.

აღმოაჩინეთ
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
Microsoft-ის CEO-ს გაფრთხილება: გლობალურ ინფრასტრუქტურაში შესაძლოა კრიზისი შეიქმნას
ზელენსკი: შეხვედრაზე, რომელშიც ის არ მონაწილეობს, უკრაინის შესახებ საუბარი შეცდომაა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან
მინისტრი ქურუმი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ანტალიაში ძლიერი შეთანხმება წარმოვადგინოთ
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
პუტინმა APEC-ის ბიზნესლიდერებს განუცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა „წარსულს ჩაბარდა“, და სის შეხვდა
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა