ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
ტერორიზმთან ბრძოლაში გამარჯვება: თურქეთის სამხედრო ოპერაციამ PKK-ს დაშლა აიძულა
თურქეთის უსაფრთხოების ძალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, PKK-მ მაისში გამოაცხადა თვითდაშლისა და იარაღის დაყრის შესახებ.
ტერორიზმთან ბრძოლაში გამარჯვება: თურქეთის სამხედრო ოპერაციამ PKK-ს დაშლა აიძულა
/ AA

ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წევრებმა პარასკევს ერაყის ქალაქ სულეიმანიეში იარაღის დაყრა დაიწყეს, ანკარის "ტერორიზმის გარეშე თურქეთის" მიზნის შესაბამისად.

თურქეთის უსაფრთხოების ძალების მიერ გატარებული მტკიცე და ეფექტური კონტრტერორისტული ოპერაციების შემდეგ, PKK-მ მაისში გამოაცხადა თვითდაშლისა და იარაღის დაყრის შესახებ. ეს თურქეთისთვის ტერორიზმთან ათწლეულების მანძილზე ბრძოლის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია.

თურქეთის სახელმწიფოს, რომელმაც ტერორიზმთან ბრძოლა დიპლომატიურ სფეროშიც გაავრცელა, მრავალწლიანმა სტაბილურმა ზეწოლამ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებზე ხორციელდებოდა, განსაკუთრებით ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვნად შემცირდა PKK-ის უცხოეთის დედაქალაქებში თავისუფლად საქმიანობის, ფულის გათეთრებისა და სხვადასხვა პოლიტიკური საფარქვეშ ფონდების მოზიდვის შესაძლებლობა. თურქეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდამ ასევე განაპირობა ის, რომ ქვეყნის შეშფოთებას გლობალური ძალები უფრო სერიოზულად უყურებენ.

ეკონომიკური კავშირების, ენერგეტიკული დიპლომატიისა და რეგიონული პარტნიორობის საშუალებით ანკარამ თანდათანობით შეასუსტა PKK-ის მხარდამჭერი ქსელები საზღვარგარეთ.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK Parti) სპიკერმა ომერ ჩელიქმა ოთხშაბათს ღამით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იარაღის ჩაბარების პროცესი უახლოეს დროში უნდა დასრულდეს.

NTV-სთან ინტერვიუში ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ელემენტებისგან შემდგარი მექანიზმი გააკონტროლებს განიარაღების პროცესს და თქვა: "თუ იარაღის დაყრის პროცესი (ერაყში) 3-5 თვეს გადააჭარბებს, ის პროვოკაციებისკენ გახდება მიდრეკილი".

თურქეთი 40 წელზე მეტია ებრძვის PKK-ს, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეებისა და თურქეთის უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმებით 40 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“