პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „განსაკუთრებით, განზრახული გვაქვს, ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის პროცესი შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსით წავწიოთ წინ. თუმცა, არც ასეთი საკითხის პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ქცევას დავუშვებთ.“
პრეზიდენტმა ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერს მიმართა.
მან აღნიშნა, რომ ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის პროცესი მხოლოდ უსაფრთხოების პოლიტიკისგან არ შედგება და დაამატა:
„როდესაც ტერორიზმის პრობლემა აღმოიფხვრება, რა თქმა უნდა, თურქეთის ყველა ქრონიკული პრობლემა მოგვარებული არ იქნება. ჩვენ წინაშე დგას და კვლავაც იდგება მრავალი საკითხი, როგორიცაა სამოქალაქო პოლიტიკის პრობლემათა გადაჭრის შესაძლებლობების გაძლიერება, დემოკრატიის გათავისუფლება გადატრიალების კონსტიტუციის სირცხვილისგან, ეროვნული სოლიდარობისა და საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცება. მსოფლიოსა და თურქეთის ცვლილებასთან ერთად, საზოგადოების მოლოდინებიც შეიცვლება და ისინი პოლიტიკური ინსტიტუტის დღის წესრიგში დადგება.“
ერდოღანმა შემდეგი რამ განაცხადა:
„პოლიტიკის არსი დიალოგია, მოლაპარაკებაა, თანხმობის პირობებში კონკურენციაა. ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ნათელია. ვისაც წვლილის შეტანა სურს, ვინც გამოსავლის წინადადებას შემოგვთავაზებს, ჩვენ ამას სიამოვნებით მივიღებთ. განსაკუთრებით, განზრახული გვაქვს, ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის პროცესი შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსით წავწიოთ წინ. /…/. ჩვენ გვსურს, პროცესი როგორც დაიწყო და როგორც მოვიდა დღემდე, ისევე გაგრძელდეს საბოლოო მიზნამდე მისვლამდე.“
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთი ნაბიჯითაც უკან დაუხევლად, მუდმივად წინსვლით, ღვთის ნებით ამ საკითხს სრულად მოხსნიან ერის დღის წესრიგიდან.




















