ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ირანის პრეზიდენტი: მოლაპარაკებებზე საუბარი არ ნიშნავს დანებებას
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ დიალოგსა და მოლაპარაკებებზე საუბარი არ ნიშნავს დანებებას, პირიქით, ეს ირანელი ხალხის უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მიზანს ემსახურება.
ირანის პრეზიდენტი: მოლაპარაკებებზე საუბარი არ ნიშნავს დანებებას
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი (არქივი) / Reuters

ირანის სტუდენტური საინფორმაციო სააგენტოს (ISNA) ცნობით, პეზეშკიანი დედაქალაქ თეირანში შეხვდა იმ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა ევალებათ.

აქ გამოსვლისას პეზეშკიანმა ხაზი გაუსვა ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დიალოგსა და მოლაპარაკებებზე საუბარი არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას, არამედ ირანელი ხალხის უფლებებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზანს ემსახურება.

პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანელი ხალხი „მტრის“ წინაშე ქედს არ მოიხრის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა სახლებიც თავდასხმების შედეგად დაზიანდა.

გრძელდება აშშ-ის მიერ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წარდგენილი ბოლო წინადადების განხილვა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ისმაილ ბექაიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განხილვები გრძელდება.

მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემულ წინადადებაზე ბექაიმ თქვა: „განხილვა გრძელდება. როდესაც შედეგს მივაღწევთ, გამოვაცხადებთ“. მან ასევე დასძინა, რომ ირანის არმია სრულ მზადყოფნაშია ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად.

აღმოაჩინეთ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ხვალ სამხრეთ კორეას ეწვევა
ნატომ ბალტიის ზღვაში მცირე მასშტაბის სწავლებები დაიწყო
თავდასხმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატით
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
პრეზიდენტი ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ინდონეზიაში გაემგზავრა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ფიდანი: ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე დასწრებას გეგმავს
მინისტრი ფიდანი ხვალ ინდონეზიას ეწვევა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთის დატოვება მოითხოვეს
„ჭკვიანმა წამალმა“ კიბოს „უხილავობის ფარი“ მოხსნა: სიმსივნეები 30%-ით შეამცირა
ტრამპი: აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის გახსნა მომავალ კვირასაა მოსალოდნელი
მსოფლიოს შემაშინებელი „ჰანტავირუსის გემი“ კვლავ ზღვაში გადის
რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად უკრაინაში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
მინისტრმა ფიდანმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა