ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
სომალის დაზვერვის სამსახურმა ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად „ალ-შაბაბის“ 23 წევრი მოკლა
სომალის ეროვნულმა დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტომ (NISA) განაცხადა, რომ ბოევიკები ჰირშაბელეს შტატში უახლოეს პერიოდში თავდასხმებს გეგმავდნენ.
სომალის დაზვერვის სამსახურმა ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად „ალ-შაბაბის“ 23 წევრი მოკლა
სომალის დაზვერვის სამსახურმა ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად „ალ-შაბაბის“ 23 წევრი მოკლა / Reuters

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში NISA-მ აღნიშნა, რომ ჩაატარა ოთხი ოპერაცია, რომელთა შედეგადაც „ალ-შაბაბის“ სულ მცირე 23 ტერორისტი განადგურდა. სააგენტოს ინფორმაციით, ოპერაციები საერთაშორისო უსაფრთხოების პარტნიორებთან კოორდინაციით, ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, ჰირშაბელეს შტატის ჰიირანისა და შუა შაბელეს რეგიონებში განხორციელდა.

უწყების განმარტებით, ტერორისტები იმ დროს გახდნენ სამიზნეები, როდესაც ისინი შტატის ტერიტორიაზე თავდასხმების დასაწყებად ემზადებოდნენ.

„ეს პრევენციული ოპერაციები მას შემდეგ ჩატარდა, რაც NISA-მ მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ხარიჯიტების“ დაჯგუფება მახასის დასახლებასთან ახლოს, ვაბ-ვეინისა და გობოს რაიონებში მებრძოლების მობილიზებას ახდენდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ხარიჯიტები“ არის ტერმინი, რომელსაც სომალის მთავრობა „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ აღსანიშნავად იყენებს.

განცხადების თანახმად, ოპერაციების დროს ასევე განადგურდა ტერორისტული ბანაკი, რომელიც ჰიირანის რეგიონში, დაბა მოქოკორიში მდებარეობდა. „ალ-შაბაბი“ 16 წელზე მეტია სომალის მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებულ საქმიანობას ეწევა და ხშირად ესხმის თავს უსაფრთხოების ძალებს, მაღალჩინოსნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, სომალის არმიამ, აფრიკის კავშირის მხარდაჭერისა და სტაბილიზაციის მისიისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ ოპერაციები გააძლიერა. დეკემბერში, გაეროს უშიშროების საბჭომ ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციით აფრიკის კავშირის მისიას მანდატი კიდევ ერთი წლით, 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.

აღმოაჩინეთ
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს
ერდოღანი: „მეტი კონფლიქტი რეგიონისთვის მეტი დანაკარგის გარდა არაფერს ნიშნავს“
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა