ნატოს ბრუნსუმის გაერთიანებული ძალების სარდლობამ (JFCBS) ესქიშეჰირში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 5 ჯარისკაცის დაღუპვის გამო თურქეთს სამძიმარი გამოუცხადა.
სარდლობის სოციალური მედიის პლატფორმა X-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია:
„დღეს მომხდარი ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 5 ჯარისკაცის დაღუპვის გამო, ჩვენს მოკავშირე თურქეთს სამძიმარს ვუცხადებთ. ჩვენი ფიქრები მათ ოჯახებთან, ახლობლებთან და თანამებრძოლებთანაა. ვიზიარებთ თურქეთის ტკივილს და გლოვისას მის გვერდით ვდგავართ.“
ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ (MSB) მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესქიშეჰირში საწვრთნელი ფრენის დროს საჰაერო ძალების სარდლობის კუთვნილი ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 5 ჯარისკაცი დაიღუპა.




















