ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
საფრანგეთმა დაახლოებით ათი წლის შემდეგ მონღოლეთს მოპარული დინოზავრის ჩონჩხი დაუბრუნა
70 მილიონი წლის წინანდელი „არაჩვეულებრივი“ ტარბოზავრ ბატაარის (Tarbosaurus bataar) ნარჩენები, გობის უდაბნოდან მოპარვისა და საფრანგეთში აღმოჩენის შემდეგ, სამშობლოს უბრუნდება. გობის უდაბნო ის ადგილია, სადაც მონღოლეთი ნამარხების კონტრაბანდას დიდი ხანია
საფრანგეთმა დაახლოებით ათი წლის შემდეგ მონღოლეთს მოპარული დინოზავრის ჩონჩხი დაუბრუნა
საფრანგეთმა დაახლოებით ათი წლის შემდეგ მონღოლეთს მოპარული დინოზავრის ჩონჩხი დაუბრუნა / AP
 

ორშაბათს საფრანგეთმა 70 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხის მონღოლეთში დაბრუნების პროცესი დაიწყო. ნამარხი გობის უდაბნოდან იყო მოპარული და დაახლოებით ათი წლის წინ ის საფრანგეთის საბაჟომ ამოიღო.

იშვიათი სახეობა და ტირანოზავრ რექსის აზიელი ბიძაშვილი, ტარბოზავრ ბატაარი, სამხრეთ კორეის გავლით კონტრაბანდული გზით გადაიტანეს და 2015 წელს საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ განატში ამოიღეს. საჯარო ანგარიშთა მინისტრი, ამელი დე მონშალენი, ჩონჩხის ოფიციალურად გადასაცემად ემზადება, დინოზავრის კვერცხებსა და 30-მდე სხვა ნამარხთან ერთად.

საფრანგეთის საბაჟოს წარმომადგენელმა, სოფი ოკერელმა ტელეკომპანია France 2-თან საუბრისას განაცხადა: „ეს არის ტარბოზავრის სრული ჩონჩხი, რომელიც ამოღების მომენტში დაახლოებით 700 000 ევროდ შეფასდა, თუმცა მას შემდეგ ბაზარი ძალიან გაიზარდა“. მან დაამატა, რომ ნამარხის ღირებულება ახლა შესაძლოა ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს. ოკერელმა ნიმუშს „არაჩვეულებრივი აღმოჩენა“ უწოდა.

ტარბოზავრ ბატაარი, რომელიც აზიაში გვიან ცარცულ პერიოდში ბინადრობდა და 65 მილიონი წლის წინ გადაშენდა, ამ კონტინენტის გარეთ არასდროს უნახავთ. ეს ფაქტი ნამარხის მონღოლეთში დაბრუნებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მონღოლეთი წლებია ცდილობს დაიბრუნოს გობის უდაბნოდან დაკარგული ნამარხები. ეს ტერიტორია, მას შემდეგ, რაც ერთი საუკუნის წინ მკვლევარმა როი ჩეპმენ ენდრიუსმა იქ დინოზავრის კვერცხები აღმოაჩინა, როგორც პალეონტოლოგების, ისე კონტრაბანდისტების სამიზნედ იქცა.

მონღოლეთის კანონმდებლობით, სპეციალური ნებართვის გარეშე ნამარხების ქვეყნიდან გატანა აკრძალულია, ხოლო საზღვარგარეთ აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი ჩვეულებრივ უკან ბრუნდება.

აღნიშნული შემთხვევა დაემთხვა პერიოდს, როდესაც ნამარხებით უკანონო ვაჭრობაზე გლობალური კონტროლი გამკაცრდა. ეს თემა აქტუალური გახდა ისეთი გახმაურებული გაყიდვების ფონზე, როგორიცაა 2021 წელს პარიზში გამართული აუქციონი, სადაც ტრიცერატოპსის რეკორდული ფასი დაფიქსირდა. ამ აუქციონზე რვა მეტრიანი ნიმუში 6,6 მილიონ ევროდ გაიყიდა.

აღმოაჩინეთ
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
ირანმა აშშ ბიოლოგიური იარაღის ბრალდებებით ერაყში შეჭრის დროინდელი „სიცრუის“ გამეორებაში დაადანაშაულა
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს