თურქეთის წითელი ნახევარმთვარის განცხადების თანახმად, ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.
განაწილების სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება რეგიონში საჭიროების მქონე პირებს გადაეცა.
ამ ფარგლებში, თურქეთის წითელმა ნახევარმთვარემ, რომელიც რეგიონში ხელახლა ამოქმედებული ღაზის ოფისის მეშვეობით ადგილზე საჭიროებების გამოვლენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების სამუშაოებს უფრო ეფექტურად ახორციელებს, შემომწირველების მხარდაჭერით უზრუნველყოფილი 5 300 სასურსათო ამანათი ღაზის სხვადასხვა ადგილას საჭიროების მქონე პირებს დაურიგა.
თურქეთის წითელი ნახევარმთვარე, რომელიც ღაზაში სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობისა და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართულ სამუშაოებს აგრძელებს, ყოველდღიურად 150 ტონა სასმელი წყლის განაწილებით სულ მცირე 15 ათასი ადამიანის სუფთა წყლის საჭიროებას, ხოლო უფასო სასადილოების მეშვეობით დღეში 30 ათასი ადამიანის ცხელი საკვების საჭიროებას აკმაყოფილებს.
თურქეთის წითელმა ნახევარმთვარემ დაიწყო მხარდაჭერის პროექტი „პროთეზი-ორთეზი“ მათთვის, ვინც რეგიონზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიდურები დაკარგა. ღაზის საავადმყოფოებთან და სარეაბილიტაციო ცენტრებთან კოორდინაციით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები საჭირო გაზომვებისა და შეფასებების შემდეგ მათთვის დამზადებულ პროთეზებს იღებენ.
თურქეთის წითელი ნახევარმთვარე ომით დაზარალებული ღაზელი ბავშვებისთვის ასევე აგრძელებს პროექტს „ღაზა — მხიარული ბავშვები“. პროექტის ფარგლებში წითელი ნახევარმთვარის ჯგუფები ბავშვებისთვის განკუთვნილი თამაშებისა და წარმოდგენების თანხლებით გასამასპინძლებელ ნუგბარს არიგებენ.















