ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ტრამპი პირობას დებს, რომ "უფრო მეტ" სანქციებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებს შესაძლოა დამატებითი საბაჟო გადასახადები დაეკისროთ; მათ შორის ჩინეთსაც.
ტრამპი პირობას დებს, რომ "უფრო მეტ" სანქციებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ
ტრამპი რუსული ნავთობის საკითხზე ინდოეთის სანქცირების შემდეგ „გაცილებით მეტ“ დამატებით სანქციებს აანონსებს / AP
 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდოეთისთვის ახალი სანქციების გამოცხადების შემდეგ, თქვა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნებს "გაცილებით მეტი" მეორადი სანქცია დაეკისრებათ.

ოთხშაბათს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა: "თქვენ გაცილებით მეტს ნახავთ. იმდენ მეორად სანქციას ნახავთ, რომ..." და იქვე მიანიშნა, რომ ჩინეთიც შესაძლოა სამიზნე ქვეყნებს შორის იყოს.

კითხვაზე, დაექვემდებარება თუ არა პეკინი მსგავს ზომებს, ტრამპმა უპასუხა: "შესაძლოა. გააჩნია ვითარებას. შესაძლოა". ამასთან, მან ისაუბრა ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებზე, რომლებშიც, მისი თქმით, პროგრესი შეინიშნება.

იმავე დღეს, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ინდოეთის იმპორტზე დამატებით 25%-იან საბაჟო გადასახადს აწესებს, რუსული ნედლი ნავთობიდან "მუდმივი გადაყიდვისა და მოგების მიღების" საპასუხოდ.

აღინიშნა, რომ აღნიშნული გადასახადები 21 დღის განმავლობაში ამოქმედდება.

განკარგულება ასევე ავალებს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ხაზინის მდივან სკოტ ბესენტს, გამოავლინონ სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს "პირდაპირ ან ირიბად" შეისყიდიან.

ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა მოსკოვში რუსეთის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა და თავად ტრამპმა განაცხადა, რომ "ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ".

აღმოაჩინეთ
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო