ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 114 დოლარს შეადგენს
ბრენტის მარკის ნავთობის ბარელი საერთაშორისო ბაზრებზე 114,13 დოლარად იყიდება.
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 114 დოლარს შეადგენს
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 114 დოლარს შეადგენს / AA

გუშინ ბრენტის მარკის ნავთობის ბარელის ფასმა, რომელიც 113,81 დოლარამდე გაიზარდა, დღე 110,44 დოლარზე დაასრულა.

ბრენტის მარკის ნავთობის ფიუჩერსულმა ფასმა დღეს, წინა დახურვასთან შედარებით 3,34 პროცენტით მოიმატა და 114,13 დოლარი შეადგინა. იმავე წუთებში დასავლეთ ტეხასური საშუალო (WTI) ტიპის ნედლი ნავთობის ბარელი 110,20 დოლარად იყიდებოდა.

ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს აშშ-სა და ირანს შორის გაცვლილი მკაცრი განცხადებები, რაც აძლიერებს მოლოდინს, რომ რეგიონში დაძაბულობა შენარჩუნდება და ნავთობის გლობალური მიწოდების შემცირება გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მიმართ საზღვაო ბლოკადას იქამდე გააგრძელებს, სანამ არ იქნება მიღებული შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ის შეშფოთებას გააქარწყლებს.

ამერიკულ საინფორმაციო პლატფორმა Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ მათ არ მიიღეს ირანის ბოლო წინადადება, რომელიც „ჯერ ჰორმუზის სრუტის გახსნას, ხოლო ბირთვული შეთანხმების მოგვიანებით განხილვას“ გულისხმობდა.

ტრამპმა, რომელმაც ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელების სიგნალი გასცა, განაცხადა: „ირანელებს შეთანხმება სურთ. მათ არ უნდათ, რომ ბლოკადა გავაგრძელო. მე არ მსურს (ბლოკადის მოხსნა), რადგან არ მინდა მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“.

მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის 8 აპრილს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პაკისტანის შუამავლობით გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, ტრამპმა 13 აპრილს ირანისთვის „საზღვაო ბლოკადის“ დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ჰორმუზის სრუტეში ირანთან დაკავშირებულ გემებზე ჩარევა დაიწყო.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“