ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას განაცხადა: „აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მტერთან (აშშ), რომელიც მუდმივად აწესებს სანქციებს, ახორციელებს მკვლელობებს და არღვევს შეთანხმებებს“.
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას განაცხადა: „აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მტერთან (აშშ), რომელიც მუდმივად აწესებს სანქციებს, ახორციელებს მკვლელობებს და არღვევს შეთანხმებებს“.

ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პეზეშკიანი და მირზოიანი დედაქალაქ თეირანში შეხვდნენ.

შეხვედრისას პეზეშკიანმა განაცხადა: „ჩვენი პრობლემა აშშ-თან ის არის, რომ ყოველ ჯერზე, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხდებით, ჩვენ ომს გვახვევენ თავს“. მისი თქმით, ვაშინგტონის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ირანს სამჯერ შეუტია, რაც, მისი შეფასებით, „აჩვენებს, რომ აშშ დიალოგს არ ეძებს და პირიქით, ირანის განადგურებას ისახავს მიზნად“.

პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ არაერთხელ დაადასტურა თავისი გულწრფელობა ბირთვული საქმიანობის საკითხში. მისი თქმით, ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ყველაზე მეტად კონტროლირებადი ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, აშშ ირანზე „უსაფუძვლო ბრალდებებით“ ზეწოლას ახორციელებს.

პეზეშკიანმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით მონიტორინგისა და დიალოგისთვის, თუმცა ყოველი შემოწმების დროს ირანის ბირთვული ობიექტებისა და მეცნიერების ადგილმდებარეობის დადგენა ხდებოდა და ისინი თავდასხმებისა და მკვლელობების სამიზნეები ხდებოდნენ.

პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ს პასუხი არ გაუცია მინაბის სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმასა და თავდასხმის შედეგად დაღუპული 168 ბავშვის გამო, მიუხედავად ამისა კი ადამიანის უფლებებზე საუბრობს. მისი თქმით: „მტერთან (აშშ) მოლაპარაკებას, რომელიც მუდმივად ახორციელებს მკვლელობებს, აწესებს სანქციებს, ახდენს ზეწოლას და არღვევს შეთანხმებებს, აზრი არ აქვს და ჩვენი ხალხი ამას არ იღებს“.

აღმოაჩინეთ
ევროკავშირის 2,9 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება უკრაინას
იაშარ გულერი კავკასიის უსაფრთხოებაზე საუბრობს
აშშ-ის სასწრაფო მოწოდება ევროპას: გახსენით თქვენი რეზერვები
ბელგიაში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მასშტაბური ხდება
თურქეთმა მედინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჰუსიტების თავდასხმა მკაცრად დაგმო
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი გიულერი აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებს შეხვდა
პუტინის მორიგი მუქარა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში
TEKNOFEST-ი სამხრეთ-აღმოსავლეთში მესამე დღეა გრძელდება
აშშ-მა სირია თავდაცვითი ვაჭრობის შეზღუდვების სიიდან ამოიღო
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთში საშუალო სკოლების მოსწავლეთა საპროტესტო აქციები ფართოვდება
ერდოღანი: „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთისკენ“ ნაბიჯებმა მოწინააღმდეგეები შეაკავა
პაკისტანმა ავღანეთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ხელოვნური ინტელექტის მოდელები არაინგლისურ და ადამიანებისთვის ბოლომდე გაუგებარ ენას იყენებენ
დანია ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ატარებს