ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
ერდოღანი: ჩვენ უარვყოფთ სამხედრო მოქმედებებს თეირანის წინააღმდეგ
ერდოღანი: ჩვენ უარვყოფთ სამხედრო მოქმედებებს თეირანის წინააღმდეგ; მზად ვართ შუამავლობისთვის ირანსა და აშშ-ს შორის
ერდოღანი: ჩვენ უარვყოფთ სამხედრო მოქმედებებს თეირანის წინააღმდეგ
ერდოღანი: ჩვენ უარვყოფთ სამხედრო მოქმედებებს თეირანის წინააღმდეგ / AA
 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის იკისროს შუამავლის როლი ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის შესამცირებლად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა უარყოფს ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას თეირანის წინააღმდეგ.

საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, გაზეთ „აშ-შარქ ალ-ავსათთან“ (Asharq Al-Awsat) ინტერვიუში ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, ვიკისროთ შუამავლობა ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის განმუხტვისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით“.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს არ სურს რეგიონი გახდეს „ახალი ომის ან ნგრევის ახალი ტალღის“ მომსწრე.

„ჩვენ ყველა პლატფორმაზე განვაცხადეთ, რომ უარვყოფთ ნებისმიერ სამხედრო ჩარევას ირანის წინააღმდეგ. ჩვენს თანამოსაუბრეებს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ყოველგვარ ნაბიჯს, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

რეგიონული უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მოუწოდა რეგიონული უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბებისკენ, რათა „კრიზისები მათ დაწყებამდე იქნას აღკვეთილი“.

„ის, რაც ჩვენს რეგიონს სჭირდება, არ არის ახალი დაყოფა, არამედ თანამშრომლობის საფუძველი, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო გონიერებასა და საერთო პასუხისმგებლობაზე“, - თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ასევე დასძინა: „ჩვენი მიზანია არა კონფლიქტის მართვა, არამედ დიპლომატიური დიალოგის საფუძვლის გაძლიერებით კონფლიქტის თავიდან აცილება მის დაწყებამდე. ამიტომ გვჯერა, რომ რეგიონული უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა ხელს შეუწყობს კრიზისების აღკვეთას ჯერ კიდევ მათ ჩანასახში“.

ერდოღანის თქმით, გრძელდება კონტაქტები მეგობარ ქვეყნებთან, პირველ რიგში საუდის არაბეთთან და პაკისტანთან. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხს არ უდგებიან ბლოკური ან ალიანსური ლოგიკით: „ეს მიდგომა წარმოადგენს იმ საკონსულტაციო და საკოორდინაციო ინიციატივების ძირითად ხედვას, რომლებსაც ჩვენ რეგიონის ქვეყნებთან ვახორციელებთ“.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რეგიონის ისტორიის, იდენტობისა და რეალობის გაუთვალისწინებლად თავსმოხვეულ სცენარებს მხოლოდ „მეტი ტკივილი და ტრაგედია“ მოჰყვება. მან მაგალითად ღაზაში, ერაყში, სირიასა და ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტები დაასახელა.

აღმოაჩინეთ
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე