ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
გაერო: აშშ-ის ინტერვენციამ ვენესუელაში საერთაშორისო სამართალი შელახა
გაერო აფრთხილებს, რომ ვაშინგტონის ქმედებები კარაკასში ვენესუელის კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების რისკს შეიცავს და ძალის ცალმხრივი გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის.
გაერო: აშშ-ის ინტერვენციამ ვენესუელაში საერთაშორისო სამართალი შელახა
გაერო: აშშ-ის ინტერვენციამ ვენესუელაში საერთაშორისო სამართალი შელახა / AP

გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ ღრმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის დრამატული ინტერვენციის გამო ვენესუელაში და აღნიშნა, რომ ეს აშკარად „ლახავს“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა, რავინა შამდასანიმ, სამშაბათს ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა: „არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა შეუქმნას საფრთხე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და არ უნდა გამოიყენოს ძალა“.

ეს განცხადება მოჰყვა შაბათს გამთენიისას აშშ-ის სპეცრაზმელების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის გატაცებას, რასაც თან ახლდა საჰაერო დარტყმები მოიერიშე თვითმფრინავების მხარდაჭერითა და საზღვაო ძალების ინტენსიური მობილიზება.

შამდასანიმ უარყო ვენესუელის მთავრობის მხრიდან „ადამიანის უფლებების ხანგრძლივი და საშინელი დარღვევების“ შესახებ არგუმენტი, რომელიც რეიდის გამამართლებელ საბუთად იქნა წარმოდგენილი.

გაეროს პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა: „ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდება ცალმხრივი სამხედრო ინტერვენციით, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს“.

ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ აღნიშნა, რომ მათი უწყება უკვე ათი წელია წარადგენს თანმიმდევრულ ანგარიშებს ვენესუელაში მდგომარეობის „უწყვეტი გაუარესების“ შესახებ და დასძინა: „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ აშშ-ის ინტერვენციით გამოწვეული ამჟამინდელი დესტაბილიზაცია და ქვეყნის შემდგომი მილიტარიზაცია სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს“.

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ