თურქეთმა 2 000 კმ-იანი AI კამიკაძე-დრონი წარადგინა
Baykar-ის K2-ს შეუძლია გუნდური ავტონომიური ფრენა, 200 კგ-იანი ქობინის ტარება და მოუმზადებელი ზოლიდან აფრენა.
თურქულმა კომპანია Baykar-მა ახალი კამიკაძე-დრონი K2 წარადგინა. დიმიტრი შოსტაკოვიჩის „ვალსი №2“-ის ფონზე გამოქვეყნებული ვიდეოს ფონზე.
K2 აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემებით, რაც მას ავტონომიური გუნდური ფრენის, სამიზნის იდენტიფიცირებისა და შეტევის საშუალებას აძლევს.
დრონის მოქმედების რადიუსი 2 000 კმ-ზე მეტია, მაქსიმალური ასაფრენი წონა 800 კგ-ს შეადგენს და 200 კგ-იანი საბრძოლო ქობინის გადატანა შეუძლია. მას აფრენა მოკლე ან მოუმზადებელი ზოლებიდანაც შეუძლია.
Baykar-ის, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტს ახორციელებს, ამჟამად პროდუქტებს შორისაა ტაქტიკური კლასის Bayraktar TB2, მაღალი სიმაღლის Bayraktar Akıncı, Bayraktar TB3 რომელსაც აფრენა გემიდან შეუძლია და რეაქტიული Bayraktar Kızılelma.