ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი: „კვალიფიციური უმაღლესი განათლება ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ“
ერდოღანი: „ჩვენ კვალიფიციური უმაღლესი განათლების პროცესი ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ. სახელმწიფო რესურსები მოვახმარეთ იმას, რომ ამ ქვეყნის შვილებმა, მიუხედავად მათი შემოსავლის დონისა, განათლების მიღება საკუთარ ქალაქებში შეძლონ“.
პრეზიდენტი ერდოღანი: „კვალიფიციური უმაღლესი განათლება ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ“
პრეზიდენტი ერდოღანი / TRT Haber

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ბეშთეფეს“ სახალხო კონგრესისა და კულტურის ცენტრში „2026-2027 სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე“ ისაუბრა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„მსურს, ახალი აკადემიური წელი ჩვენი უმაღლესი განათლების საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის სასიკეთო იყოს. გულით ვუსურვებ ნაყოფიერ აკადემიურ წელს, სადაც ჩვენი სტუდენტები ახალ ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენენ, ჩვენი ლექტორები ახალი პუბლიკაციებითა და კვლევითი საქმიანობით გამოიჩენენ თავს და ჩვენი უნივერსიტეტები, ღვთის ნებით, ახალ წარმატებებს შემატებენ არსებულს“.

„აკადემიაში გზაზე ყოფნა ხანდახან დანიშნულების ადგილზე მისვლაზე უფრო სასარგებლოა“

„წარსულში უნივერსიტეტების პირველადი მიზანი არსებული ცოდნის გადაცემა იყო. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, არსებული ცოდნის სწავლების გარდა, კვლევითმა საქმიანობამაც წონა შეიძინა. ანუ, უნივერსიტეტები იქცა კვლევით ინსტიტუტებად, სადაც ცოდნა არა მხოლოდ ისწავლება, არამედ იქმნება კიდეც. დღევანდელი უნივერსიტეტები არიან დაწესებულებები, რომლებიც არსებულ ცოდნას სტუდენტებს გადასცემენ, კვლევითი საქმიანობით ახალ ცოდნას იძენენ და ამ ცოდნას საზოგადოებას უზიარებენ, რითაც პრობლემების გადაჭრაში წვლილი შეაქვთ“.

„უნივერსიტეტების რაოდენობა 76-დან 208-მდე გავზარდეთ“

„როგორც სახელმწიფო, განათლებაში ჩადებულ ყველა ინვესტიციას, არსებითად, ადამიანსა და ჩვენს მომავალში ჩადებულ ინვესტიციად განვიხილავთ. ბოლო 24 წელიწადში, სპეციალურად უმაღლესი განათლების სფეროში, რევოლუციური ნაბიჯები გადავდგით. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, უნივერსიტეტების რაოდენობა 76 იყო, დღეს ეს რიცხვი 208-ია, საერთო საცხოვრებლების რაოდენობა 190-დან 877-მდე გავზარდეთ“.

„უმაღლესი განათლების პროცესი ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ“

„ჩვენ უმაღლესი განათლების უაღრესად კვალიფიციური პროცესი ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ. სახელმწიფო რესურსები მოვახმარეთ იმას, რომ ამ ქვეყნის შვილებს, მიუხედავად მათი შემოსავლის დონისა, განათლების მიღება საკუთარ ქალაქებში შესძლებოდათ. გვინდოდა, რომ სანამ მდიდრის შვილი სწავლობს, ღარიბის შვილი არ დარჩენილიყო უმაღლესი განათლების შესაძლებლობის გარეშე, არ დასჭირვებოდა ოცნებების გადადება და ცხოვრებას 5-0 წაგებით არ იწყებდეს“.

„ქალ აკადემიკოსთა წილმა 47,17 პროცენტს მიაღწია“

„ანალოგიურად, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ქალებმა, რომელთა მუშაობისა და სწავლის უფლებაც წლების განმავლობაში ირღვეოდა, აკადემიაში კუთვნილი ადგილი დაიკავონ. ამ მხრივ, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში ქალ აკადემიკოსთა წილმა 47,17 პროცენტს მიაღწია“.

„ვართ მსოფლიოში უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ყველაზე ფართო წრის მქონე ქვეყანა“

„როგორც თურქეთი, ჩვენი 6,3 მილიონი სტუდენტით, 208 უნივერსიტეტითა და 190 ათასი აკადემიური პერსონალით, მსოფლიოში უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოჯახის მქონე ქვეყანა ვართ. დამოუკიდებელი ორგანიზაციების რეიტინგებს თუ შევხედავთ, სტატიებისა და პუბლიკაციების რაოდენობით 213 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზე ვართ. კერძოდ, ჩვენი კვლევითი უნივერსიტეტების კვალიფიციური პუბლიკაციების წილმა 79%-ით OECD-ის საშუალო მაჩვენებელს მიაღწია“.

„ჩვენი 6 უნივერსიტეტი საუკეთესო 500-ეულში შევიდა“

„საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი პოზიცია გლობალური მასშტაბით ადასტურებს იმ გზას, რომელიც გავიარეთ. 2026 წელს, ჩვენი 6 უნივერსიტეტი მოხვდა საუკეთესო 500-ეულში, აქედან ორი - საუკეთესო 300-ეულში. საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნად ვისახავთ, რომ მინიმუმ 2 უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო 100 უნივერსიტეტს შორის მოხვდეს. დღეს კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლექტორებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ წარმატებებში და ვუსურვებ მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებას“.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ციფრები, უდავოდ, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის არასაკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ კარიერულმა გათვლებს წინ აღუდგეს ცოდნის, კვლევისა და კაცობრიობის საერთო საგანძურისთვის ორიგინალური წვლილის შეტანის სურვილი. ჩვენ ჩვენი ლექტორებისგან ველოდებით ისეთ იდეებს, კონცეფციებს, მოდელებს, სისტემებსა და ტექნიკურ სიახლეებს, რომლებიც ეპოქას ახალ შინაარსს შესძენს. აკადემიის მთავარი მისიაა არა ერთმანეთის გამეორება და მხოლოდ ციტირებებისგან შემდგარი ნაშრომების შექმნა, არამედ ახალი თეზისების, ახალი არგუმენტებისა და ისეთი იდეების წამოყენება, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს“.

„ამ ფიქრებით, კიდევ ერთხელ ვისურვებ 2026-2027 აკადემიური წელი სიკეთის მომტანი ყოფილიყოს“.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს