ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
აღინიშნა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, გენოციდური ისრაელის სამხედროებმა და პალესტინის მიწების მიმტაცებელმა ისრაელელებმა, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების, მათი მიწებისა და ქონების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელეს.
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
 

პალესტინის „კედლისა და დასახლებების წინააღმდეგობის კომისიის“ განცხადებით, სამწლიან პერიოდში გენოციდური ისრაელის სამხედროების მხრიდან 48 174, ხოლო ისრაელელი მიმტაცებლების მხრიდან 14 742 თავდასხმა დაფიქსირდა.

აღნიშნული თავდასხმები ყველაზე ინტენსიური იყო შემდეგ ქალაქებში: ალ-ხალილი (10 840 თავდასხმა), რამალა-ალ-ბირე (10 594 თავდასხმა), ნაბლუსი (10 261 თავდასხმა) და იერუსალიმი (7 315 თავდასხმა).

2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელელი მიმტაცებლების თავდასხმებს 66 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ პერიოდში ისრაელელმა მიმტაცებლებმა პალესტინელების მიწები და ქონება 1 182-ჯერ გადაწვეს, ამოძირკვეს ან გაანადგურეს 147 111 ხე (მათ შორის დაახლოებით 100 ათასი ზეთისხილის ხე), განახორციელეს 376 თავდასხმა სოფლებსა და ბედუინთა თემებზე და მეცხოველეობაზე დაფუძნებული 211 ახალი უკანონო დასახლება ააშენეს.

ისრაელის სამხედროებმა, თავის მხრივ, დაანგრიეს 5 059 შენობა და ნაგებობა, მათ შორის 1 894 საცხოვრებელი სახლი; ყველაზე მეტი, 1 244 ნგრევა, იერუსალიმში დაფიქსირდა. გარდა ამისა, 2 133 შენობისთვის გაცემული იქნა დანგრევის ან მშენებლობის შეჩერების ბრძანება.

ამავე პერიოდში, ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო კონფისკაციის ბრძანებებითა და „სახელმწიფო მიწად“ გამოცხადებით, 64,2 ათასი ჰექტარი პალესტინური მიწა მიისაკუთრა. ეს მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში ათობით ათასი საცხოვრებელი სახლისთვის 415 დასახლების გეგმა მომზადდა, ისრაელის ხელისუფლებამ 97 ტენდერი გამოაცხადა 15 760 ახალი საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობისთვის, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში „E1“ პროექტის ფარგლებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ქმედებები მიუთითებს კანონმდებლობის ისეთ სისტემაზე გადასვლაზე, რომელიც მიზნად ისახავს ფაქტობრივი მდგომარეობის გადალახვას და ანექსიის დაწესებას. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, შეაჩერონ დასახლებების გაფართოების დაფინანსება და მიიღონ საჭირო ზომები დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად.

აღმოაჩინეთ
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე