ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის თავდაცვის გიგანტმა MKE-მ ეგვიპტეში ერთობლივი წარმოებისთვის შვილობილი კომპანია დააფუძნა
თურქეთის თავდაცვის გიგანტმა MKE-მ ეგვიპტეში ერთობლივი წარმოებისთვის შვილობილი კომპანია დააფუძნა
თურქეთის თავდაცვის გიგანტმა MKE-მ ეგვიპტეში ერთობლივი წარმოებისთვის შვილობილი კომპანია დააფუძნა
თურქეთის თავდაცვის გიგანტმა MKE-მ ეგვიპტეში ერთობლივი წარმოებისთვის შვილობილი კომპანია დააფუძნა

მანქანათმშენებლობისა და ქიმიური მრეწველობის კორპორაციის (MKE) გენერალურმა დირექტორმა ილჰამი ქელეშმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დაფუძნებულ კომპანიასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეგვიპტური კანონმდებლობის შესაბამისად, დავაარსეთ კომპანია სახელწოდებით „ზაფერ“ (Zafer), რომლის აქციების 100%-ს MKE ფლობს“.

MKE-ს გენერალური დირექტორი ილჰამი ქელეში ეგვიპტის ქალაქ ელ-ალამეინში გამართულ „ელ-ალამეინის საერთაშორისო საავიაციო გამოფენაზე“ სააგენტო „ანადოლუს“ კორესპონდენტის კითხვებს პასუხობდა.

ხაზი გაუსვა რა იმას, რომ ეგვიპტესა და თურქეთს შორის, როგორც მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებს შორის, ძალიან მჭიდრო კავშირები არსებობს, ქელეშმა აღნიშნა: „ეგვიპტე არის ქვეყანა, რომელთანაც საერთო ისტორიული და რელიგიური კავშირები გვაკავშირებს და პოლიტიკურადაც დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ. ამდენად, ეგვიპტესთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ქელეშმა განაცხადა, რომ MKE ეგვიპტეს განიხილავს არა მხოლოდ როგორც „ბაზარს“, არამედ როგორც პარტნიორს „ერთობლივი საქმიანობისთვის“. მან დასძინა: „აქ ჩამოსვლამდე სარაევოში ვიყავით, სადაც პირველად ჩატარდა თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენა. აღსანიშნავია, რომ იმ გამოფენის პირველი კონტრაქტი სწორედ ეგვიპტესთან გავაფორმეთ, რის შემდეგაც პირდაპირ აქ ჩამოვედით“.

„ეგვიპტესთან კონტრაქტი გავაფორმეთ“

ქელეშმა აღნიშნა, რომ ეგვიპტის სამხედრო წარმოების სამინისტროსთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციის, განსაკუთრებით კი ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთობლივ წარმოებასა და განვითარებას. „ეგვიპტესთან გავაფორმეთ კონტრაქტი ენერგეტიკული და ასაფეთქებელი მასალების, ასევე სხვადასხვა სახის საბრძოლო აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასიმეტრიული საფრთხეების ზრდის კვალდაკვალ, გაიზარდა ინტერესი MKE TOLGA-ს მიმართ. ქელეშმა პირველი გაყიდვა შეაფასა, როგორც სიმბოლური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს TOLGA-ს სისტემის ეგვიპტის შეიარაღებაში დანერგვას. მან დასძინა, რომ MKE გეგმავს ეგვიპტეში შექმნილი ერთობლივი საწარმო გამოიყენოს პლატფორმად, რათა ეს სისტემები აფრიკის მასშტაბით და, საბოლოო ჯამში, ყურის ქვეყნების რეგიონშიც გაიტანოს.

აღმოაჩინეთ
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს:
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“
აშშ-ის არმიამ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში „ნარკოვაჭრობის ხელშეწყობის“ ბრალდებით ნავი ჩაძირა
ნიუ-იორკმა მე-8 კლასის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა
რუსეთი: „ჩვენ დავარტყით უკრაინის სამხედრო დანიშნულების ლოგისტიკურ ცენტრებსა და გემებს“