ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
კვლევა: „გერმანიაში უმრავლესობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება“
გერმანელების 82 პროცენტი კი რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს
კვლევა: „გერმანიაში უმრავლესობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება“
გერმანელების 82 პროცენტი კი რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს / AP (Wire)
 

გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიის მოსახლეობას სურს, ქვეყანამ საგარეო პოლიტიკაში უფრო ფრთხილად იმოქმედოს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შეამციროს.

კორბერის ფონდის დაკვეთითა და კვლევითი კომპანია Forsa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეების წილი ერთ წელიწადში 14 პუნქტით გაიზარდა და 53 პროცენტს მიაღწია.

გამოკითხულთა 53 პროცენტი ეწინააღმდეგება გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ხოლო მხარდაჭერის მომხრეთა წილი 46 პროცენტით განისაზღვრა.

მოსაზრებას, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვა ამავდროულად გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებას იცავს, მონაწილეთა 50 პროცენტი დაეთანხმა, ხოლო 48 პროცენტი არ დაეთანხმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა უპასუხოს გერმანიამ ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომელთა უკანაც, შეფასებით, რუსეთი დგას, მონაწილეთა 51 პროცენტმა მხარი დაუჭირა „კონკრეტული და მტკიცე საპასუხო ზომების მიღებას“, ხოლო 46 პროცენტმა „უფრო ფრთხილი მიდგომის არჩევა“ მოითხოვა.

მეორე მხრივ, კვლევის მონაწილეთა 61 პროცენტმა გაიზიარა მოსაზრება, რომ გერმანია და ევროპა საკმარის ძალისხმევას არ იჩენენ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისთვის.

გერმანელების 82 პროცენტი რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს

კვლევის თანახმად, გერმანელების 82 პროცენტი რუსეთს კვლავ სამხედრო საფრთხედ აღიქვამს.

ამის მიუხედავად, გამოკითხვაში მონაწილეთა 64 პროცენტი ეწინააღმდეგება გერმანიის მიერ „ევროპაში სამხედრო ლიდერის როლის აღებას“, ხოლო ამ როლის მხარდამჭერთა წილი 35 პროცენტს შეადგენს.

აღმოაჩინეთ
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
ირანმა აშშ ბიოლოგიური იარაღის ბრალდებებით ერაყში შეჭრის დროინდელი „სიცრუის“ გამეორებაში დაადანაშაულა
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს