29 დეკემბერი 2025
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, იალოვას პროვინციაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, „დაეშის“ სულ მცირე ექვსი ტერორისტი იქნა ნეიტრალიზებული.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ ორშაბათს განაცხადა, რომ ტერორისტების მიერ უსაფრთხოების ძალების მისამართით ცეცხლის გახსნის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა.
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
„სამწუხაროდ, ჩვენი სამი გმირი პოლიციელი დაიღუპა (შეეწირა მოვალეობის შესრულებას)“, - განაცხადა იერლიქაიამ და აღნიშნა, რომ შეტაკების დროს რვა პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი დაშავდა.
აღინიშნა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავდა იალოვაში მყოფი „დაეშის“ წევრების გამოვლენას და ის თურქეთის უსაფრთხოების ძალების მიერ მიმდინარე ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.

















