ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ალ-შარამ ახალი მთავრობა გამოაცხადა
ალ-შარამ ახალი მთავრობა გამოაცხადა
ალ-შარამ ახალი მთავრობა გამოაცხადა
/ Reuters

ალ-შარა პირობას დებს, რომ ახალი მთავრობა კორუფციას მათ ინსტიტუტებში შეღწევის უფლებას არასოდეს მისცემს.

სირიის ახალი მთავრობის გამოცხადებისთვის გამართული ცერემონია დაიწყო სახელმწიფოს მეთაურის, აჰმედ ალ-შარას დაპირებით, რომ მთავრობა შეეცდება აღადგინოს სახელმწიფო ინსტიტუტები ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საფუძველზე.

„ჩვენ ვხედავთ ახალი ეპოქის დაბადებას ჩვენს ეროვნულ გზაზე და დღეს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ჩვენი საერთო ნების გამოცხადებაა ახალი სახელმწიფოს აშენების შესახებ“, - განაცხადა ალ-შარამ შაბათს, დამასკოში, საპრეზიდენტო სასახლეში გამართულ ცერემონიაზე.

„ეს მთავრობა შეეცდება ახალი ჰორიზონტები გახსნას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში და ჩვენ არ დავუშვებთ კორუფციის შეღწევას ჩვენს ინსტიტუტებში“.

მთავრობა „აღადგენს სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საფუძველზე,“ - დასძინა მან.

ახალი მთავრობა შედგება 22 მინისტრისგან, მათ შორის ერთი ქალია.

მინისტრები და მათი თანამდებობები

მთავრობის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრი მურჰაფ აბუ ყასრა; შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ხატაბი; საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანი; იუსტიციის მინისტრი მაზჰარ ალ-ვეისი; უმაღლესი განათლების მინისტრი მარვან ალ-ჰალები; სოციალურ საქმეთა და შრომის მინისტრი ჰინდ ქაბავათი და ფონდების მინისტრი მუჰამედ აბუ ალ-ხაირ შუქრი.

ასევე, ჰამზა მუსტაფა იქნება ინფორმაციის მინისტრი, იარუბ ბადრი - ტრანსპორტის მინისტრი და მუჰამედ ასკაფი - ადმინისტრაციული განვითარების მინისტრი. მაზენ ალ-სალჰანი დაინიშნა ტურიზმის მინისტრად, ხოლო მუჰამედ სამეჰ ჰამადი დაიკავებს ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის პოსტს.

მუჰამედ სალიჰი დაიკავებს კულტურის მინისტრის თანამდებობას, ხოლო მუსტაფა აბდულ რეზაკი დაინიშნა საზოგადოებრივ საქმეთა და საბინაო საკითხთა მინისტრად.

განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს მუჰამედ აბდულ რაჰმან თურქო, ხოლო ამჯად ბადრი დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად.

აბდულ სელამ ჰაიკალი დაიკავებს კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის პოსტს, ხოლო რაედ ალ-სალიჰი დაინიშნა საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის მინისტრად.

კაბინეტში ასევე არიან: მუჰამედ ანჯერანი - ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი, მუსაბ ნეზალ ალ-ალი - ჯანდაცვის მინისტრი და ნიდალ ალ-შარი - ეკონომიკის მინისტრი. მუჰამედ იუსრ ბარნიე დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, ხოლო მუჰამედ ალ-ბაშირი დაიკავებს ენერგეტიკის მინისტრის პოსტს.

სააგენტო „ანადოლუს“ (AA) კორესპონდენტის ცნობით, მინისტრებმა ალ-შარას წინაშე ფიცი დადეს და მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ.

პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ალ-ბაშირის ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა დაინიშნა სამთვიანი ვადით დეკემბერში, ბაშარ ასადის რეჟიმის ოპოზიციური ძალების მიერ დამხობის შემდეგ. ალ-შარა იანვრის ბოლოს გარდამავალი პერიოდისთვის პრეზიდენტად გამოცხადდა.

აღმოაჩინეთ
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს
ერდოღანი: „მეტი კონფლიქტი რეგიონისთვის მეტი დანაკარგის გარდა არაფერს ნიშნავს“
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა