ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი წლების განმავლობაში ღაზას ყველაზე „ხმამაღალი ხმა“ იყო
ერდოღანი თავის გამოსვლებში ყურადღებას ამახვილებს ჩაგრულ გეოგრაფიებში მცხოვრები ბავშვების ტკივილზე და გენოციდის მომწყობებს სულისშემძვრელ სიმართლეს პირში ახლის.
პრეზიდენტი ერდოღანი წლების განმავლობაში ღაზას ყველაზე „ხმამაღალი ხმა“ იყო
პრეზიდენტი ერდოღანი / TRT Haber
 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც 2023 წლის 7 ოქტომბრამდე, ისე მის შემდეგ, პალესტინის საკითხის ხმამაღალი ხმა იყო. ერდოღანი წლების განმავლობაში, ყველა პლატფორმაზე ძლიერად აჟღერებდა თავის მხარდაჭერას პალესტინის საქმისა და ღაზას მიმართ.

ერდოღანი, რომელიც ხანდახან სულისშემძვრელი ფოტოებით პალესტინაში მიმდინარე გენოციდის რეალობას ახვედრებდა მათ, 2019 წელს გაერო-ში დასმული კითხვით - „სად გადის ისრაელის სახელმწიფოს საზღვრები?“ - სამუდამოდ დარჩა ხალხის მეხსიერებაში.

„მათ ჰგონიათ, რომ თუ ჩვენ გავჩუმდებით, პრობლემა აღარ იარსებებს. არადა, ჩვენ რომც გავჩუმდეთ, ისტორია არ გაჩუმდება. ისტორიაც რომ გაჩუმდეს, სიმართლე არ გაჩუმდება. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენგან თავის დაღწევით პრობლემა მოგვარდება. არადა, ჩვენგან თავის დაღწევაც რომ შეძლონ, სინდისის ქენჯნას ვერ დააღწევენ თავს. სინდისის ქენჯნასაც რომ დააღწიონ, ისტორიის რისხვას ვერ ასცდებიან. ისტორიის რისხვასაც რომ დააღწიონ თავი, ალაჰის რისხვას ვერ ასცდებიან“. - პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ერდოღანი, რომელიც ჩაგრული გეოგრაფიების უდანაშაულო ბავშვების ისტორიებს შთამბეჭდავი სიტყვებით გადმოსცემს, როგორც მსოფლიოსადმი მიმართვისას, ისე ორმხრივი შეხვედრების დროს, ღაზას საკითხს დღის წესრიგში ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა.

„ეს კაცობრიობის ფსკერია; კაცობრიობის ისტორიას ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ასეთი სისასტიკე არ უნახავს“. - პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

პრეზიდენტი ერდოღანი დაუღალავად წარუდგენდა სიმართლეს თვალებში გენოციდის მომწყობებს. როგორც კი ის ალაპარაკდებოდა, ისრაელი თავს უხერხულად გრძნობდა და გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზიდან გარბოდა.

„ჩემს გულსა და სიტყვებს შორის ფარდის ჩამოუფარებლად, აქ ზოგიერთ რეალობას ღიად გამოვაცხადებ. ნურავინ მიწყენს, ნურავინ გაბრაზდება და ნურავინ მიიღებს პირადულად - ეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი საქმე არ არის. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, ეს არის ჩვენი საერთო სინდისის საკითხი“. - პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თურქეთი საერთაშორისო საზოგადოების გასააქტიურებლად წამითაც არ შეჩერებულა და დაუღალავად შრომობდა.

ერდოღანი პალესტინის საქმეს ყოველთვის ეროვნულ საკითხად განიხილავდა. მან თურქეთის მხარდაჭერა ყველა პლატფორმაზე ნათლად დააფიქსირა.

აღმოაჩინეთ
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე