ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
გამოიცა წიგნი „ინვესტიციები და ფინანსები თურქეთის საუკუნეში“
კომუნიკაციების სამმართველოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინვესტიციებისა და ფინანსების ოფისის თანამშრომლობით მომზადდა წიგნი „ინვესტიციები და ფინანსები თურქეთის საუკუნეში“.
გამოიცა წიგნი „ინვესტიციები და ფინანსები თურქეთის საუკუნეში“
საინვესტიციო და საფინანსო პროგრამა „თურქეთის საუკუნეში“ (AA)
 

კომუნიკაციების სამმართველოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინვესტიციებისა და ფინანსების ოფისის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული ნაშრომი მიმოიხილავს თურქეთის საინვესტიციო და ფინანსურ გზას 2014-2025 წლების პერიოდში.

ნაშრომი, რომელშიც თავმოყრილია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ 2014-2025 წლებში ინვესტიციებისა და ფინანსების თემაზე წარმოთქმული სიტყვები, გვთავაზობს ბოლო მეოთხედ საუკუნეში თურქეთის მიერ მიღწეული ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ზრდის ნაბიჯებისა და განვითარების ხედვის ყოვლისმომცველ შეფასებას.

ნაშრომის წინასიტყვაობა, რომელიც წარმოაჩენს თურქეთის ბოლო პერიოდის ინვესტიციებზე, წარმოებაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური ტრანსფორმაციის იდეურ საფუძვლებს, თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა დაწერა.

ნაშრომი, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ საცნობარო წყაროს თურქეთის საინვესტიციო ხედვის, პოლიტიკური პრიორიტეტებისა და გლობალური ეკონომიკური პოზიციონირების შესახებ, 530 გვერდისგან შედგება.

აღნუსხავს თურქეთის ტრანსფორმაციის პროცესს

ნაშრომი ხაზს უსვამს თურქეთის სტრატეგიულ მდებარეობას, საწარმოო შესაძლებლობებს, სავაჭრო კავშირებს, ფინანსურ ხედვასა და როლს გლობალურ ეკონომიკაში. ამასთანავე, რეფორმების, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, ადამიანური რესურსებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების საფუძველზე წარმოაჩენს თურქეთის ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან და საიმედო საინვესტიციო ცენტრად.

ნაშრომი, რომელიც თურქულის გარდა ინგლისურ ენაზეც მომზადდა, ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს თურქეთის ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობასა და განვითარების გრძელვადიან მიზნებს.

წიგნში მკითხველს წარედგინება ფართო პერსპექტივა – თურქეთის საინვესტიციო გარემოდან ფინანსური გაღრმავების მიზნებამდე, საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობებიდან გლობალურ ეკონომიკაში მის პოზიციამდე – ეს ყველაფერი პრეზიდენტ ერდოღანის ეკონომიკური გამოსვლების ჭრილში.

წიგნი, რომელიც თურქეთის ტრანსფორმაციის პროცესს აღნუსხავს, ამავდროულად ნათელს ჰფენს მომავალი პერიოდის საინვესტიციო და ფინანსურ მიდგომას „თურქეთის საუკუნის“ ხედვის შესაბამისად.

წიგნის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: "https://yayinlar.iletisim.gov.tr/detay/turkiye-yuzyilinda-yatirim-ve-finans"

აღმოაჩინეთ
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს