ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ზელენსკი ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად ბერლინში იმყოფება
ზელენსკი  აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გასამართი შეხვედრისთვის ბერლინში იმყოფება
ზელენსკი ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად ბერლინში იმყოფება
/ AA
 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ბერლინში ჩავიდა, რათა მოემზადოს ევროპელ მოკავშირეებთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დელეგაციის წყაროზე დაყრდნობით AFP ავრცელებს.

ზელენსკი და ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ტრამპთან საგანგებო მოლაპარაკებების გზით შეძლებენ დაარწმუნონ ის, პატივი სცეს კიევის ინტერესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოახლოებულ სამიტზე.

გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ის ცნობით, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს ეყრდნობა, ზელენსკი გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ ფედერალურ კანცელარიაში ტრამპთან დაგეგმილ კრიტიკულად მნიშვნელოვან ვიდეოკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიდეოკონფერენცია, რომელიც ადგილობრივი დროით 15:00 საათზე არის დაგეგმილი, მიზნად ისახავს დასავლელ მოკავშირეებს შორის საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას ტრამპის პარასკევს, აშშ-ის ალასკის შტატში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ სამიტამდე.

ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები გეგმავენ, ტრამპისგან მიიღონ მტკიცე გარანტიები, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება კიევის მკაფიო თანხმობის გარეშე არ დაიდება.

გერმანიის მთავრობის წყაროების თანახმად, ოთხშაბათს, ტრამპთან ვიდეოკონფერენციამდე, კანცლერი მერცი და უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი 14:00 საათზე ევროპელ ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ საერთო მიდგომის შესამუშავებლად.

შეხვედრას დაესწრებიან უკრაინის მთავარი მხარდამჭერები: საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

აღმოაჩინეთ
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
ირანმა აშშ ბიოლოგიური იარაღის ბრალდებებით ერაყში შეჭრის დროინდელი „სიცრუის“ გამეორებაში დაადანაშაულა
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს