ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ევროკავშირი: აშშ ვერ აწვდის საკმარის რაკეტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და უკრაინას
ევროკავშირის თავდაცვის კომისარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის ომმა ევროპისთვის საჰაერო თავდაცვისა და ანტიბალისტიკური იარაღის წარმოების გაზრდა კიდევ უფრო გადაუდებელ საჭიროებად აქცია.
ევროკავშირი: აშშ ვერ აწვდის საკმარის რაკეტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და უკრაინას
ევროკავშირი: აშშ ვერ აწვდის საკმარის რაკეტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და უკრაინას / Reuters
 

ევროკავშირის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს არ აქვს შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და უკრაინას თავდაცვისთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტები მიაწოდოს.

პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში კუბილიუსმა აღნიშნა: „სრულიად ნათელია, რომ ირანის კრიზისის შემდეგ - თუკი მას ასე ვუწოდებთ - ევროპაში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების წარმოების გაზრდა ჩვენთვის კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რადგან ამერიკელები, პირდაპირი მნიშვნელობით, ვერ შეძლებენ საკმარისი რაოდენობის რაკეტების მიწოდებას სპარსეთის ყურის ქვეყნების, ამერიკული არმიისა და უკრაინის საჭიროებებისთვის“.

კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროპა სარაკეტო თავდაცვის განვითარების კუთხით „დიდი გამოწვევის“ წინაშე დგას.

ეს გაფრთხილება გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინა კვლავ რუსული სარაკეტო თავდასხმების ქვეშაა, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნები სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე ირანის განმეორებითი იერიშების შემდეგ მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან.

შეშფოთებას კიდევ უფრო ამწვავებს თავად აშშ-ში რაკეტების დეფიციტი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანზე აშშ-ისრაელის მიმდინარე შეტევის ფონზე, აშშ-ს ძირითადი რაკეტების, მათ შორის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა და SM-3 ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებების მარაგების დეფიციტი აქვს.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მომდევნო 24 საათის განმავლობაში თავდასხმების „მნიშვნელოვან ზრდას“ ელოდება, მაშინ როდესაც რაკეტებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების რეზერვები კლებას განაგრძობს.

პენტაგონს ასევე აქვს პრობლემები Patriot-ის სისტემის რაკეტების შეზღუდულ რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან რუსეთთან ოთხწლიანი ომის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ამ მარაგების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწურა.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს