ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
რატომ არის თურქეთი მტკიცედ განწყობილი უმასპინძლოს COP31-ს?
მას შემდეგ, რაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ კანბერას კანდიდატურა მოხსნა, მომავალი წლის COP31-ის კლიმატის სამიტს თურქეთი უმასპინძლებს.
რატომ არის თურქეთი მტკიცედ განწყობილი უმასპინძლოს COP31-ს?
რატომ არის თურქეთი მტკიცედ განწყობილი უმასპინძლოს COP31-ს? / Reuters
20 ნოემბერი 2025

 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების მინისტრი კრის ბოუენი მოლაპარაკებებისთვის COP-ის პრეზიდენტი იქნება, ხოლო თურქეთი კონფერენციას უმასპინძლებს და COP-ის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

კლიმატის ექსპერტმა ჰალილ ჰასარმა T24-თან საუბარში აღნიშნა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება უმასპინძლოს COP31-ს, ასახავს მის მიზანს, სამშვიდობო დიპლომატიაში შესრულებული აქტიური როლი კლიმატის ადვოკატირების სფეროზეც გაავრცელოს.

ჰასარმა აღნიშნა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, რომელსაც „ყველასთან დაჯდომა და საუბარი შეუძლია“, რაც გაეროს კლიმატის კონფერენციების ინკლუზიური სტრუქტურისთვის შეუცვლელი თვისებაა.

„COP-ის გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. მასპინძელ ქვეყანას უნდა შეეძლოს თავისუფლად საუბარი ყველა მხარესთან, მათ შორის ევროკავშირთან, რუსეთთან, ყურის ქვეყნებთან, აფრიკასთან, ბრაზილიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და წყნარი ოკეანის ქვეყნებთანაც კი. თურქეთი შესაფერის პოზიციაშია, რათა ყველა მხარეს გაუგოს და წარმოადგინოს,“ - განაცხადა ჰასარმა.

თურქეთის ლოგისტიკურ უპირატესობებზე ყურადღების გამახვილებით, ჰასარმა ხაზი გაუსვა ანტალიის 600 000-ზე მეტი ადგილის მქონე სასტუმრო პოტენციალს და მზა საგამოფენო და საკონგრესო ობიექტებს; მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს ღონისძიება „მინიმალური მომზადებით“ ჩაატაროს.

„თურქეთი ყოველთვის იდგა მოწყვლადი ხალხების გვერდით“

თურქეთის რესპუბლიკის გარემოს, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრის მოადგილემ და კლიმატის საკითხებში მთავარმა მომლაპარაკებელმა, ფატმა ვარანკმა განაცხადა, რომ თურქეთი კლიმატის საკითხებს ემპათიითა და საერთო პასუხისმგებლობის გრძნობით უდგება.

„კლიმატის კრიზისი არის საერთო პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე; და გამოსავალი შესაძლებელია მხოლოდ სოლიდარობით, თანამშრომლობითა და ურთიერთგაგებით,“ - აღნიშნა ვარანკმა. მან დაამატა, რომ თურქეთი მტკიცედ არის განწყობილი, შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი გლობალურ კლიმატის დღის წესრიგში და შეინარჩუნოს ინკლუზიური მიდგომა, რომელიც ყველა ქვეყნის წუხილს ითვალისწინებს.

ვარანკმა განაცხადა, რომ კლიმატის ქმედებების ცენტრში დაყენებით, თურქეთი მნიშვნელობას ანიჭებს იმის უზრუნველყოფას, რომ COP31 ფოკუსირდეს არა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონზე, არამედ ყველა დაუცველ რეგიონზე, მათ შორის წყნარი ოკეანის აუზზე, რომელიც კლიმატის კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს შორისაა.

„წყნარი ოკეანის აუზი იყო მოწყვლადი რეგიონი, რომლის დღის წესრიგში შენარჩუნებაც ავსტრალიას თავიდანვე სურდა. მათ სურდათ მსოფლიოს ყურადღების იქ მიპყრობა. ჩვენც ამას გულითად მხარი დავუჭირეთ. თურქეთი ყოველთვის იდგა მოწყვლადი ხალხების გვერდით,“ - თქვა ვარანკმა.

ვარანკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასპინძლის როლის აღების შემთხვევაში, თურქეთს შეუძლია შეასრულოს ხიდის ფუნქცია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის.

თურქეთის პირველი ლედის ინიციატივები

თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის საქმიანობა მდგრადობისა და კლიმატის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ასევე აძლიერებს თურქეთის ფართო ვალდებულებას ინკლუზიური კლიმატის ლიდერობის მიმართ. ეს საქმიანობა თანხვედრაშია თურქეთის მიზანთან, უმასპინძლოს COP31-ს.

ერდოღანმა ცენტრალური როლი შეასრულა თურქეთში გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ფორმირებაში, განსაკუთრებით „ნულოვანი ნარჩენების პროექტის“ მეშვეობით, რომელიც 2017 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიწყო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ეს ინიციატივა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში, მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორში ნარჩენების შემცირებას, გადამუშავებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკას ახალისებს, თურქეთს გლობალურ დონეზე რესურსების ეფექტურობის დამცველად წარმოაჩენს.

პროექტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამის „გლობალური მიზნების მოქმედების ჯილდო“ (Global Goals Action Award), პასუხისმგებლიან მოხმარებასა და წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის.

ემინე ერდოღანი ასევე თავმჯდომარეობს გაეროს მაღალი დონის მრჩეველთა საბჭოს ნულოვანი ნარჩენების საკითხებში, სადაც მან შეკრიბა გლობალური ექსპერტები საერთაშორისო სტანდარტების შესამუშავებლად და ნულოვანი ნარჩენების პრაქტიკის მსოფლიო მასშტაბით გასავრცელებლად.

კლიმატის ქმედებების თაობათაშორისი სამართლიანობის საკითხად განხილვისას, ერდოღანი ხაზს უსვამს, რომ გარემოს დაცვა არის „პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე“.

აღმოაჩინეთ
ჰალკბანკი და აშშ შეთანხმდნენ გარიგებაზე, რომელმაც შესაძლოა მრავალწლიანი სასამართლო დავები დაასრულოს
ერდოღანი პეზეშკიანს: „რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა გაუმართლებელია“
ირანიდან თურქეთისკენ მომავალი ბალისტიკური რაკეტა განადგურებულია
თურქეთმა კვიპროსში 6 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი და თავდაცვის სისტემები განათავსა
ფიდანი: თურქეთმა ირანის ომის დასასრულებლად დიპლომატია გააძლიერა
ერდოღანმა ექრმ-ს ხელმძღვანელ ბარზანისთან რეგიონული დაძაბულობა და ტერორისტული საფრთხე განიხილა
სამინისტრო: თურქეთი ახლო აღმოსავლეთში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯებს დგამს
ერდოღანმა და მელონიმ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ესკალაციის ფონზე რეგიონული დაძაბულობა განიხილეს
თურქეთმა კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ფრენების აკრძალვა გაახანგრძლივა
ახალი ეპოქა ვაჭრობაში: თურქული საქონელი მიიღებს ეტიკეტს „წარმოებულია ევროკავშირში“ (Made in EU)
MİT-ის დაზვერვა სირიაში DEAŞ-ის ტერაქტის შესახებ
თურქეთი ეგეოსის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის შესუსტების მცდელობებს უარყოფს
ანკარა: ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს, მტრულ ქმედებებზე პასუხის გაცემის უფლებას ვიტოვებთ
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ირანიდან თურქეთისკენ გაშვებულ ბალისტიკურ საბრძოლო მასალაზე
ფიდანმა ირანზე თავდასხმების დროს ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართა
"ირანი უსამართლო და უკანონო თავდასხმის წინაშე დგას"
ერდოღანმა ირანში სამოქალაქო პირთა ტანჯვა დაგმო; კონფლიქტების შეწყვეტა მოითხოვა
დაძაბულობის გამწვავების ფონზე, თურქეთმა და ირანმა ყოველდღიური სასაზღვრო გადასვლები შეაჩერეს
პრეზიდენტმა ერდოღანმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან სატელეფონო საუბარი გამართა
ერდოღანი: აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმამ ირანზე შესაძლოა ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში გახვიოს