გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში მდებარე ქალაქ მიოლნში 1992 წლის 23 ნოემბერს ულტრამემარჯვენეების მიერ ცეცხლმოკიდებულ სახლში დაღუპული თურქეთის სამი მოქალაქე გაიხსენეს. დაღუპულთა შორის ორი ბავშვი იყო.
რასიზმის დაგმობისა და მსგავსი თავდასხმების დავიწყების თავიდან აცილების მიზნით გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებას ესწრებოდნენ არლანის ოჯახის წევრები, რომლებმაც თავდასხმის შედეგად ახლობლები დაკარგეს, მიოლნის მერი ინგო შეფერი, თურქეთის გენერალური კონსული ჰამბურგში ბერატი ალვერი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის თურქული საზოგადოებისა და სხვა გერმანული და თურქული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გენერალურმა კონსულმა ბერატი ალვერმა და ინგო შეფერმა ცეცხლმოკიდებული სახლის წინ გვირგვინები მიიტანეს.
გახსენების ღონისძიების ფარგლებში ფათიჰის მეჩეთში ყურანი წაიკითხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი წელი ტრაგედიის 35-ე წლისთავს უკავშირდება და ამ თარიღთან დაკავშირებით მხარის დედაქალაქ კიელში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.
1992 წლის 23 ნოემბერს, ქალაქ მიოლნში ულტრამემარჯვენეების მიერ ცეცხლმოკიდებულ სახლში 10 წლის იელიზ არლანი, 14 წლის აიშე ილმაზი და 51 წლის ბაჰიდე არლანი დაიღუპნენ.
თავდასხმის განმახორციელებელ ორ ნეონაცისტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მათ ციხეში მხოლოდ 15 წელი გაატარეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.













