ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
საბერძნეთში მმართველი პარტიის წევრების სახლებზე ბომბით თავდასხმა განხორციელდა
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, მმართველი კონსერვატიული პარტიის, „ახალი დემოკრატიის“ წევრების სახლების წინააღმდეგ განხორციელებული სამი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
საბერძნეთში მმართველი პარტიის წევრების სახლებზე ბომბით თავდასხმა განხორციელდა
საბერძნეთში მმართველი პარტიის წევრების სახლებზე ბომბით თავდასხმა განხორციელდა
 

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, მმართველი კონსერვატიული პარტიის, „ახალი დემოკრატიის“ წევრების სახლების წინააღმდეგ განხორციელებული სამი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თავდასხმები გუშინ, დილის 04:00-დან 04:45 საათამდე პერიოდში მოხდა. თავდამსხმელებმა გამოიყენეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ტურისტული გაზის ბალონებისგან იყო დამზადებული. სამიზნეს საცხოვრებელი კორპუსები წარმოადგენდა.

პოლიციამ განმარტა, რომ ყველა დაშავებული ბოლო თავდასხმის დროს დაზარალდა, როდესაც ცეცხლი ავტომობილებსა და მოტოციკლებს წაუკიდეს.

ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დამწვარი ავტომობილი „ახალი დემოკრატიის“ დეპუტატობის კანდიდატს, აფროდიტი ნესტორას ეკუთვნოდა. ნესტორამ სხეულის დამწვრობა მიიღო და მკურნალობას გადის, ხოლო მისი დედა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ექიმების მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა. თავდასხმის ქვეშ მოყოლილ კორპუსში მცხოვრები კიდევ ორი პირი სამედიცინო დახმარებას გადის.

პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ნაშუადღევს თესალონიკში ჩავიდა და დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა. მან მომხდარი ტრაგედია საზოგადოებრივ ცხოვრებაში „ბრმა ძალადობის“ გამოვლინებად შეაფასა და წერილობით განცხადებაში აღნიშნა:

„რადიკალური ელემენტების მიერ დაღვრილი სისხლი და დათესილი განხეთქილება აღარ იქნება მოთმენილი. სახელმწიფოს ლეგიტიმურობამ და საზოგადოების ერთიანობამ ტერორიზმი იქ უნდა დააბრუნოს, სადაც მისი ადგილია - მარგინალურ სივრცეში.“

„ახალი დემოკრატიის საზოგადოებას ტერორით ვერ შეაშინებენ“

პარტია „ახალი დემოკრატიის“ პოლიტიკური კომიტეტის მდივანმა, კონსტანტინოს კურანაკისმა ასევე გააკეთა განცხადება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები იყო ტერორისტული აქტი, რომელიც პირდაპირ პარტიის წევრების სახლებისკენ იყო მიმართული და დასძინა: „ახალი დემოკრატიის საზოგადოებას ტერორით ვერ შეაშინებენ“.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
პარა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს